პატრიარქ ბართლომეს პოზიცია სამარცხვინო და აბსურდულია,-რმე სსუგ

08 September 2021 23:35
27
მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). ფოტო: rbc.ru მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). ფოტო: rbc.ru

მიტროპოლიტი ილარიონი პატრიარქ ბართლომეს ვიზიტს უკრაინაში თვლის სამარცხვინოდ, და სიტუაცია, რომელიც მან შექმნა სქიზმატიკოსების ლეგალიზებით- აბსურდულს.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების (მს სსუგ) თავჯდომარემ, ვოლოკამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) განაცხადა, რომ სიტუაცია, რომელიც უკრაინაში პატრიარქმა ბართლომემ შექმნა სამარცხვინო და აბსურდულია, იუწყება რმე სსუგ-ს საიტი.

მიტროპოლიტ ილარიონის მოსაზრებით, უკრაინელი სქიზმატიკოსებისთვის ტომოსის მინიჭებით "2018 წელს პატრიარქმა ბართლომემ შეცდომა დაუშვა, რომელშიც   მონანიება არანაირად  არ სურს".

პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში ვიზიტის კომენტარში მიტროპოლიტმა ილარიონმა თქვა, რომ ფანარიონის მეთაური, "ცდილობს რა სასურველი სინამდვილედ გამოაჩინოს, ჩამოდის სქიზმატიკოსების ჯგუფთან და ეუბნება: აქ არის ნამდვილი ეკლესია, და იქ (უმე-ში, რედ.-),  უბრალოდ ვიღაც ტიტულოვანი ეპისკოპოსები".

"ეკლესიას, რომელშიც 12 ათასი სამრევლო, 250 -ზე მეტი მონასტერი, ას  ეპისკოპოსზე მეტი და მილიონობით მორწმუნეა, უბრალოდ ყურადღებას არ აქცევს პატრიარქი ბართლომე, რომელიც იქცევა ისე, თითქოს ის არ არსებობს.  ეს აბსურდული და სამარცხვინო სიტუაციაა და მასში დამნაშავეა ერთი- ერთადერთი ადამიანი- კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე",- თვლის რმე სსუგ ხელმძღვანელი.

ბიბლიური გამონათქვამის "თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ"(მათ.7:16), ვოლოკამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა:"პატრირქ ბართლომეს ამ სამარცხვინო ვიზიტმა უკრაინაში  მთელ მსოფლიოს უჩვენა იმ ქმედებების ნაყოფი, რომელიც მან ჩაიდინა".

ადრე მჟკ წერდა, რომ მიტროპოლიტ ილარიონის აზრით, მეუ-ს "სამღვდელოება- თვითმარქვიაა, რომელიც აღიარებულია ფანარიონის მიერ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ