უმე-ს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს მიტროპოლიტ იოანიკეს ინტრონიზაციაში
ჩერნოგორიისა და პრიმორსკის ახლად არჩეული მიტროპოლიტის იოანიკეს ინტრონიზაცია გაიმართება 5 სექტემბერს ცეტინიეს მონასტერში.
4 სექტემბერს უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის კურთხევით უმე-ს დელეგაცია ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტის, უმე-ს საქმეთა მმართველის ანტონის და ტერნოპოლისა და კრემენეცკის მიტროპოლიტ სერგის შემადგენლობით ეწვია ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცას, რათა მონაწილეობა მიიღონ ჩერნოგორიისა და პრიმორსკის მიტროპოლიტ იოანიკეს ინტრონიზაციაში, იუწყება news.church.ua.
ქ. პოდგორიცეს აეროპორტში უმე-ს დელეგაციას შეხვდა ახალარჩეული ჩერნოგორიისა და პრომორსკის მიტროპოლიტი იოანიკე (მიჩოვიჩი) და ბუდიმლიან-ნიკშიჩკის ეპისკოპოსი მეფოდი (ოსტოიჩი).
ჩერნიგორიისა და პრომორსკის ახლადარჩეული მიტროპოლიტის იოანიკეს ინტრონიზაცია გაიმართება 5 სექტემბერს ცეტინის მონასტერში.
ბუდიმლიანის და ნიკშიჩის ეპისკოპოსი იოანიკე (მიჩოვიჩი) აირჩიეს ჩერნოგორიისა და პრიმორსკის მიტროპოლიის მეთაურად სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსების კრებაზე 29 მაისს.
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, გაეროში განაცხადეს, რომ ჩერნოგორიაში სმე-ს მიტროპოლიტის ინტრონიზაცია განხეთქილების პროვოცირებას გამოიწვევს.