უმე-ს მრევლი სოფელ კოლო-მიხაილოვკაში ახალი ტაძრის მშენებლობას ასრულებს

03 September 2021 22:30
66
სოფელ კოლო - მიხაილოვკაში მდებარე სახლში მოწყობილი სამლოცველო. ფოტო: pravmir.ru სოფელ კოლო - მიხაილოვკაში მდებარე სახლში მოწყობილი სამლოცველო. ფოტო: pravmir.ru

წმინდა საფარველის სახელობის გაერთიანების ყოფილი წინამძღვარი 2018 წელს განხეთქილებაში გადავიდა, ხოლო ახალი წინამძღვარი მადლობას უხდის ღმერთს თავისი მრევლის გამო.

უმე-ს  გაერთიანებას  ვინიცკის ოლქის სოფელ კოლო-მიხაილოვკაში (სტრიჟავკის ნაწილი) იმედი აქვს,  რომ ერთ თვეში ახალი ტაძრის მშენებლობას დაასრულებს, ნათქვამია პორტალ «Правмир»-ის რეპორტაჟში.

ახლა ღვთისმსახურებები ტარდება ერთ-ერთი მორწმუნის სახლში, ხოლო მეზობლად, კერძო ტერიტორიაზე, აშენებენ ტაძარს. მშენებლობას კეთილმა ადამიანებმა გაუწიეს დახმარება - შეწირეს მიწის ნაკვეთი, გააკეთეს პროექტი, იყიდეს მასალა, დააფინანსეს მონტაჟი. 

ვასილი კოსტიუკი, სახლის პატრონი, სადაც გაერთიანება ლოცულობს, ყვებოდა, რომ უმე-ს მორწმუნეები იმ ეკლესიასაც აშენებდნენ, რომელიც ყოფილმა წინამძღვარმა მეუ-ში გადაიტანა. მრევლი ტკივილით იხსენებს, როგორ მოატყუა ისინი მღვდელმა: ბოლო დღემდე მათ პირდაპირ კითხვებზე ის მტკიცედ პასუხობდა, რომ არ გადავა განხეთქილებაში.

ორი ტაძრიდან და სამრეკლოდან, რომლებიც სოფლის ტერიტორიაზეა განლაგებული, უმე-ს მორწმუნეებს არც ერთი არ მისცეს.

 „ესე იგი ჩვენ „უკრაინის მოღალატეები“ ვართ, ჩვენ „მხარს არ ვუჭერთ სახელმწიფოს“, „მხარს არ ვუჭერთ  ტომოსს“, „მხარს არ ვუჭერთ პრეზიდენტს“. ესე იგი მორჩა. გაგვაგდეს. თითქმის ყველა წავიდა - მრევლი, ვინც ტაძარს აშენებდა, 50 კაცი ბავშვებით. დარჩნენ მხოლოდ „გამვლელები“, პოლიცია და სოფლის საბჭოს თავმჯდომარე.ჩვენ მას ვეუბნებოდით: დღეს თავმჯდომარე ხართ, ხვალ კი არა, თქვენ სოფელი გაყავით, მაგრამ ღმერთი არ ტოვებს ხალხს. ასეც მოხდა - სოფლის საბჭოს თავმჯდომარე მოხსნეს, ჩვენ ჯერ-ჯერობით სახლში ვლოცულობთ, ვაშენებთ ტაძარს, მეორე მხარეს კი ხალხმა უკვე ააშენა. ჩვენთან აღდგომაზე მთელი ეზო ხალხით იყო სავსე, სამღვდელმთავრო მსახურებაც გვქონდა, ახალი ადამიანებიც მოდიან. ხოლო მიტაცებულ ტაძრებში ხალხი თითქმის არ არის. ხოლო მამა დოროთე შეხვედრის დროს თველებში ვერ გვიყურებს“, - ყვებოდა მრევლის წევრი რაისა.

წმინდა საფარველის სახელობის გაერთიანების ახალი წინამძღვარი, ვინიცკის რაიონული ოლქის უმე-ს ვინიცკის ეპარქიის კეთილმოწესე, მღვდელი ნიკოლოზ სტროკი ღმერთს მადლობს მისი ახლანდელი მრევლის გამო, სადაც ჭეშმარიტად მორწმუნე და მტკიცე ადამიანები არიან. მისი სიტყვებით, ხალხი ძალიან ელოდება, როდის დასრულდება მათი ახალი ტაძარი და იმედი აქვს, რომ ეს ერთ თვეში მოხდება.

 „ეს მთელი სოფლის დღესასწაული იქნება. ზოგიერთი ადამიანისთვის უცნაურია ჩვეულებრივ სახლში ლოცვა, მით უმეტეს ჯვრისწერა. ხალხი მიჩვეულია ტაძარში სიარულს და მათ უნდათ ტაძარში სიარული. უკვე კითხულობენ. ჩემთან მოდიან, მირეკავენ: მამაო, გვიხარია თქვენს გამო, ვივლით, დაგეხმარებით, როდის იქნება ტაძარი? მესმის, რომ ბევრი კომფორტულად ვერ გრძნობს თავს ჩვეულებრივ სახლში. მაგრამ მთავარი არის ის, რომ  ხალხი ძირითადად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული დარჩა“, - ხაზი გაუსვა მამა ნიკოლოზმა. 

მორწმუნეთა სიტყვებით, უმე-ს ტაძარს კოლო-მიხაილოვკაში ზოგიერთო ისეთი ადამიანი ელოდება, ვინც ადრე მეუ-ს მომხრე იყო.

 „მოვდივარ სამსახურიდან ან დავდივარ სოფელში, ვხვდები მორწმუნეებს, ვინც ადრე იმ ეკლესიაში დადიოდა, მეუბნებიან: „როდის გექნებათ ახალი ტაძარი? იმიტომ რომ ჩვენ წავედით იქ, იქ კი ისე არ არის. ვერ ვგრძნობთ იმ მადლს, ამიტომ თქვენთან მოსვლა გვინდა“. მე ვეუბნები: „მოითმინეთ, ჩვენ დავიწყეთ ტაძრის მშენებლობა, მადლობა ღმერთს, მალე იქნება, ცოტა კიდევ მოითმინეთ“. ასე რომ, ჩვენი ქუჩიდან და მეზობელი ქუჩებიდან ხალხი აქ მოვა. მათ რაღაც ორგანიზაცია შესთავაზეს, სადაც დადიან, როგორც ადრე კლუბში დადიოდნენ - ამას სახელმწიფოს პოლიტიკა მოითხოვს. ღვთის მადლი კი იქ არ არის. რწმენაც არ არის“, - უყვებოდა ჟურნალისტებს მრევლის წევრი ეკატერინე. 

მანამდე მჟკ წერდა, რომ ვინიცკისა და ბარსკის მიტროპოლიტმა ბარსანოფმა კოლო-მიხაილოვკის მღვდელს და სხვა სამრევლოების წინამძღვრებს, უმე-გან დაზარალებულებს, აუცილებელი საეკლესიო ნივთები გადასცა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ