ფანარის მეთაურისთვის კიევში გამგზავრება სრული ფიასკოა,- ეკლესიის ისტორიკოსი

31 August 2021 20:05
52
პატრიარქი ბართლომე. ფოტო: parikiaki.com პატრიარქი ბართლომე. ფოტო: parikiaki.com

ვლადისლავ პეტრუშკოს აზრით, პატრიარქი ბართლომე, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებისგან თავის არიდებით, უფრო მეტად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესთვის, რომელსაც მართლმადიდებელ სამყაროში პირველობის პრეტენზია აქვს, უკრაინაში გამგზავრება სრული ფიასკო გახდა. ამის შესახებ ტიხონის მართლმადიდებელი ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკლესიის ისტორიის დოქტორმა ვლადისლავ პეტრუშკომ თქვა ინტერვიუში «Интерфакс-Религия»-თან.

ჯერ ერთი, განმარტა მან, ფანარის მეთაურმა ძალზე უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, როდესაც „კურდღელივით გაურბოდა“ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ათასობით მორწმუნეს და „არა მარტო არ ისურვა მათთან შეხვედრა, ვისაც მუდამ უწოდებს „კონსტანტინოპოლის დედა-ეკლესიის სულიერ შვილებს“, ის ძალიან ცუდად მოიქცა, როდესაც, მაგალითად, შეხვედრისთვის თავის არიდების მიზნით, უკრაინის უმაღლეს რადაში სათადარიგო შესასვლელით შევიდა“. ასეთი საქციელი, თვლის პროფესორი, მოწმობს, რომ პატრიარქმა ბართლომემ კარგად იცის იმ დანაშაულების შესახებ, რომლებსაც განხეთქილების სტრუქტურის მომხრეები სჩადიან და მას „ვერაფრით ვერ შევეწინააღმდეგებით“.

მეორე, თვლის პეტრუშკო, პატრიარქმა ვერ მიაღწია წარმატებას „უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერის მცდელობაში და ამით მართლმადიდებლურ სამყაროში  თავისი მდგომარეობის, როგორც ხელისუფლების ახალბედა ცენტრის, გამაგრებას“. 

მთავარი, დაამატა მან, არის ის, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ერთად კიევში არ ჩამოვიდა არც ერთი ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლი, არც ისინი, ვინც აღიარა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია. მაგალითად, იგივე ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე, რომელიც წინა დღეს ეპიფანემ უკრაინაში მოიწვია.

ფანარის მეთაურს შეიძლება განსაკუთრებული პირადი ინტერესი ჰქონდა ამ მგზავრობის დროს - მიეღწია იმ ობიექტთა თუნდაც ნაწილი გადაეცათ მისთვის, რაც ადრე პეტრე პოროშენკომ დაპირდა მას, მაგრამ „ეტყობა, ეს ვერ მოხერხდა“, აღნიშნა პროფესორმა. 

 „შედეგი, სამწუხაროდ, სავალალოა. უნდა ვაღიაროთ, რომ პატრიარქი ბართლომე, მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, როდესაც მორწმუნე ადამიანები აჯამებენ განვლილ ცხოვრებას, გადავარდა პოლიტიკურ ავანტიურაში, რომელმაც მას „ჰეროსტრატეს სამწუხარო დიდება“ მოუტანა“, - აღნიშნა ვლადისლავ პეტრუშკომ. 

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი აგრეთვე წერდა, რომ ფანარის მეთაურის მსახურება სტავროპიგიაში პრაქტიკულად მრევლის გარეშე ჩატარდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ