ექსპერტი ბართლომეს ვიზიტზე: ეს მართლმადიდებლობასთან გლობალური ომის ნაწილია

31 August 2021 19:15
55
პოლიტოლოგი მიხეილ პოგრებინსკი. ფოტო: sharij.net პოლიტოლოგი მიხეილ პოგრებინსკი. ფოტო: sharij.net

ექსპერტის სიტყვებით, უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ვიზიტს პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს, ფანარიონის მეთაურს და ზელენსკის ერთი პატრონი ჰყავთ.

კიევის პოლიტიკური კვლევებისა და კონფლიქტოლოგიის ცენტრის დირექტორმა და პოლიტოლოგმა მიხაილ პოგრებენსკიმ განაცხადა, რომ პატრიარქი ბართლომე შეგნებულად მონაწილეობს უკრაინის მართლმადიდებლობის განხეთქილებაში, ხოლო მისი ვიზიტი უკრაინაში არის მართლმადიდებლობასთან გლობალური ომის ნაწილი, იუწყება «Перший Козацький»-ს Youtube არხი.

"ადამიანი, რომელიც ძალიან დამოკიდებულია ამერიკელებზე, არა უკანასკნელ ადგილზეა, რომ იქ არის დიდი რაოდენობა ფანარიოტელი სპონსორების და ის იძულებულია ეს გაითვალისწინოს. მასთან (პატრიარქ ბართლომესთან,-რედ.) და  მართლმადიდებელი სამყაროს წარმომადგენლებთან საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში დიდი ხანია მუშაობენ,  ცდილობენ მართლმადიდებელ სამყაროში განხეთქილების შეტანას. ეს დიდი ხანია დაიწყო და ამაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს პატრიარქი ბართოლომე. ახალგაზრდა არ არის, მაგრამ არ ტოვებს ჭკუიდან გადასულის შთაბეჭდილებას. მას მშვენივრად ესმის რას აკეთებს და რა ხდება, ის აქტიურად მონაწილეობს უკრაინული მართლმადიდებლობის განხეთქილებაში",- თქვა მიხაილ პოგრებენსკიმ.

მისი სიტყვებით, ტომოსი ჩაფიქრებული იყო ბიზნესისა და პოლიტიკური მიზნებისათვის , ხოლო ფანარიონის მეთაურის ვიზიტი უკრაინაში- ეს ამ პროცესის გაგრძელებაა და მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ისახავს.

"მან (პატრიარქი ბართლომე,-რედ.)იცის, რომ მას არ ელოდება უმე-ს ათასობით მორწმუნე, მან იცოდა, რომ მზადდებოდა პროტესტები მისი ჩამოსვლის დღეს, მაგრამ ის ჩამოდის, იმიტომ რომ მას, ისევე როგორც ზელენსკის ჰყავთ უფროსი მეგობრები, და ეს ერთი და იმავე ადამიანები არიან. ზელენსკისთვის მნიშვნელოვანი ადამიანია ელჩი, ხოლო ბართლომეს კურირებენ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში (ცსს)ან სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირი. მან იცოდა, რომ მას არ ელოდება აბსოლუტური უმრავლესობა",-დაამატა ექსპეტრმა.

როგორც იუწყებოდა მჟკ, ტომოსების "გაერთიანების" ექსპერტი: ბართლომე უჭკუო არ არის, მაშასადამე-ცბიერია

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ