ფანარიონის მეთაური: მათ, ვინც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, გამართლება არა აქვს
პატრიარქ ბართლომეს სიტყვებით, ვაქცინაციის უარმყოფელები "არ ფიქრობენ სწორად, ლოგიკურად ვერ აზროვნებენ და უსამართლოდ იქცევიან საკუთარი თავისა და თანამოძმეების წინაშე".
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ ბერძნულ სატელევიზიო არხთან Mega TV ინტერვიუში განაცხადა, რომ აბსურდულია გეშინოდეს ვაქცინაციის და ყველას მოუწოდა ვაქცინირებისკენ, იუწყება romfea.gr.
"ეს აბსოლუტურად აბსურდულია და უსამართლო, რომ ზოგიერთებს ვაქცინირების ეშინიათ. ამას არაქვს გონივრული გამართლება. მე ისევ მოვუწოდებ ყველას უყოყმანოდ გაიარონ ვაქცინაცია. რათა შესაძლო სერიოზული საშიშროებები თავიდან იქნას აცილებული , რომლებსაც ისინი სიკვდილთან მიყავს",-აღნიშნა ფანარიონის მეთაურმა.
"ჩვენ როგორც ეკლესია, როგორც რელიგია, კერძოდ როგორც მსოფლიო საპატრიარქო, პატივს ვცემთ მეცნიერებას, მეცნიერების წარმომადგენლებს, სამეცნიერო აღმოჩენებს და ვუსადაგებთ მას ჩვენს ცხოვრებას",-დაამატა მან.
ფანარიონის მეთაურის სიტყვებით, პანდემიისა და ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები "სწორად არ ფიქრობენ, ლოგიკურად არ აზროვნებენ და უსამართლოდ იქცევიან საკუთარი თავისა და თანამოძმეების წინაშე. იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ გადასდონ კორონავირუსი თავის მოძმეებს ისე, რომ ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდეთ. ეს დიდი საშიშროებაა".
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, 2019 წლის იანვარში ფანარიონის მეთაურმა კოვიდისგან ვაქცინა გაიკეთა.