უნეტარესმა ონუფრიმ ჩაატარა უმე-ს ახალი ეპისკოპოსის ხელდასმა
უმე-ს წმინდა სინოდის სხდომაზე 2021 წლის 17 აგვისტოს აირჩიეს ახალი ეპისკოპოსი.
28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ კიევ-პეჩერის ლავრაში საღვთო წირვის დროს უხელმძღვანელა საეპისკოპოსო ხელდასმას არქიმანდრიტ აგაფონის (ოპანასენკო) ფეოდოსიის ეპარქიის ვიკარად, კოქტებელის ეპისკოპოსად, იუწყება news.church.ua.
უნეტარეს ონუფრისთან იმსახურეს ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტმა პავლემ, ბორისპოლისა და ბროვარის უმე-ს საქმეთა მმართველმა, მიტროპოლიტმა ანტონმა, ლვოვისა და გალიცკის მიტროპოლიტმა ფილარეტმა, ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტიმ, პუტივლის არქიეპისკოპოსმა ანტონმა, ფასტოვის არქიეპისკოპოსმა დამიანემ, ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა, ბელგოროდის ეპისკოპოსმა სილვესტერმა, პერეიასლავ-ხმელნიცკის ეპისკოპოსმა დიონისემ, პეტროპავლოვსკის ეპისკოპოსმა ანდრეიმ, ზგუროვის ეპისკოპოსმა ამბროსიმ, ვიშნევსკის ეპისკოპოსმა სპირიდონმა, ირპენსკის ეპისკოპოსმა ლავრმა, ბოროდიანსკის ეპოისკოპოსმა მარკმა, ბიშევსკის ეპისკოპოსმა კირილმა, კოქტებელის ეპისკოპოსმა აგაგონმა და კიევ-პეჩერის ლავრის სასულიერო პირებმა. საღვთო მსახურებისათვის ლოცულობდა დონეცკისა და მარიოუპოლის მიტროპოლიტი ილარიონი.
საღვთო ლიტურგიის დაწყებამდე, რომელზეც ჩატარდა ეპიეკოპოსის ქიროტონია, შესრულდა ხარისხის განსაკუთრებული მინიჭება. ეპისკოპოსის სიწმინდის ხარისხის კანდიდატმა წარმოთქვა სიტყვები რწმენის აღიარებაზე და დადო აღთმა დაიცვას ეკლესიის წეს-ჩვეულება, შემდგომ დიაკვანმა წარმოთქვა მრავალჟამიერი წინამძღვრის, ეპისკოპოსების, ეკლესიის მრევლის მიმართ.
წმინდა წერილის კითხვის შემდეგ უნეტარესმა მიმართ მორწმუნეებს ქადაგებით. მწყემსმთავარმა სამწყსოს მოუთხრო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საეკლესიო გადმოცემა.
ღვთისმსახურებაზე წარმოთქვეს ლოცვები კორონავირუსის ეპიდემიის შეწყვეტისა და ექიმებისათვის, რომლებიც იბრძვიან სიცოცხლისათვის და ავადმყოფების გამოჯანმრთელებისათვის.
ღვთისმსახურების დამთავრებისას წინამძღვარმა მიმართა კოქტებელის ეპისკოპოს აგაფონს სიტყვით და გადასცა მას საეპისკოპოსო კვერთხი.
ლიტურგიის შემდეგ მღვდელმსახურებმა და მრევლმა წინამძღვრის მეთურობით ჩაატარეს მსვლელობა ჯვრით კიევ-პეჩერის ლავრის ახლომდებარე მღვიმეებთან.
27 აგვისტოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინ საყოველთაო ღამისთევის შემდეგ არქიმანდრიტ აგაფონის (ოპანასენკო)ფეოდოსიის ეპარქიის ვიკარად, კოქტებელის ეპისკოპოსის ხარისხში აყვანას უხელმძღვანელა უნეტარესმა ონუფრიმ .
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, წინამძღვარმა ლავრაში ღვთისმშობლის სუდარის გამოტანის ღვთისმსახურებას უხელმძღვანელა.