ნაკრძალში ლავრის მღვიმეთა „დაცვა“ და შესწავლა გადაწყვიტეს

26 September 12:41
1175
კიევ-პეჩერის ლავრა. ფოტო: Минкульт კიევ-პეჩერის ლავრა. ფოტო: Минкульт

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ისინი იძიებენ ამ „ისტორიული სასაფლაოს“ დაცვის ოპტიმალურ პირობებს.

კიევ-პეჩერის ლავრაში ჩატარდა მესამე სრულიად უკრაინული სამეცნიერო კონფერენცია „თანატოლოგია: სიკვდილი და ყველაფერი სიკვდილის გარშემო ევროპულ კულტურაში“, სადაც განიხილავდნენ ლავრის მღვიმეთა შენარჩუნების საკითხს, იუწყება ნაკრძალის პრეს-სამსახური.

ნაკრძალის გენერალური დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში კონსტანტინე კრაინიმ ხაზი გაუსვა, რომ ლავრის მღვიმეები, სადაც დასვენებულია 120-ზე მეტი ქრისტიანი მოსაგრე, განსაკუთრებულ ზრუნვას და სამეცნიერო შესწავლას მოითხოვს.

„ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორები გავლენას ახდენენ ამ ობიექტის მდგომარეობაზე და იერსახეზე მთელი მისი არსებობის განმავლობაში. მის შესანარჩუნებლად აუცილებელია განსაკუთრებული ზრუნვა  და დამოკიდებულება, აგრეთვე სამეცნიერო შესწავლა  და ცოდნის გავრცელება  ამ ქრისტიანული სიწმინდისა და ნაციონალური მემკვიდრეობის  მნიშვნელობის შესახებ. წლევანდელი კონფერენცია მეტწილად ემსახურება ამ ისტორიული სასაფლაოს დაცვის ოპტიმალური პირობების ძიებას“, - თქვა მან.

როგორც მჟკ იუწყებოდა, კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორმა, კიევ-პეჩერის ლავრის ობიექტების სახელმწიფოსთვის გადაცემის კომისიის თავმჯდომარემ მარიანა ტომინმა განაცხადა, რომ მონასტრის მღვიმეებში ჩატარდება კიევ-პეჩერის ღირსი მამების წმინდა ნაწილების „ინვენტარიზაცია“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ