ხერსონის მეუ-ს ეპარქიაში აგორდა სკანდალი "იერარქსა" და მის კლირიკოსს შორის

29 August 2021 23:57
33
მეუ-ს «იერარქი» ნიკოდიმ კულიდინი და მღვდლები. ფოტო: facebook.com/kulygin მეუ-ს «იერარქი» ნიკოდიმ კულიდინი და მღვდლები. ფოტო: facebook.com/kulygin

ხერსონის მეუ-ს ეპარქიის კლირიკმა სოციალურ ქსელში თავისი "ეპისკოპოსის" შეტყობინებას "სისულელე" უწოდა, ხოლო თვითონ "მღვდელმსახური" ლოთობაში დაადანაშაულეს.

ხერსონის მეუ-ს ეპარქიაში აგორდა სკანდალი "დეკანოზ" სერგეი ჩუდინოვიჩის კომენტარის გამო, რომელმაც თავისი "ეპისკოპოსის" სიტყვებს საჯაროდ "უაზრობა"უწოდა.

"ცოტაა დაიბადო ადამიანად, ის უნდა გახდე. ყველა არ მიისწრაფვის აქეთკენ, და ჯოჯოხეთი ასეთებისგან შედგება",- დაწერა მეუ-ს "ხერსონისა და ტავრიჩევსკის ეპისკოპოსმა" ნიკოდიმე კულიგინმა თავის Facebook -გვერდზე.

კულიგინის პოსტს პირველი კომენტარი გაუკეთა მისმა პირადმა კლირიკმა სერგეი ჩუდინოვიჩმა და მან ეს გააკეთა საკმაოდ მიუკერძოებელ ფორმაში.

"რა საჭიროა ამის წერა? დიდი ხანია მინდოდა მეკითხა. მსგავსი ჩანაწერები ამ სტილში: ბორშჩი თბილია, იმიტომ რომ დაიწვა! ქსელში სავსეა. რით ხართ მოტივირებული, როდესაც ქსელში წერთ ამგვარ და მსგავს უაზრობებს? თქვენ საქმე არა გაქვთ? მაშინ მითხარით მე და გაჩვენებთ რითი უნდა დაკავდეთ!"- დაწერა ჩუდინოვიჩმა.

მწვავე კომენტარმა გამოიწვია აქტიური დისკუსია ჩუდინოვიჩს, კულიგინსა და სხვა მომხმარებლებს შორის.

მეუ-ს "იერარქმა" დაწერა, რომ მისი კლირიკის სიტყვები "შესაძლოა, პოსტში ნათქვამის  თვალსაჩინო დადასტურება იყოს", ანუ, უბრალოდ რომ ვთქვათ, ჩუდინოვიჩი ჩაწერა იმათ შორის, ვინც ჯერ კიდევ არ გამხდარა ადამიანი და ვისგანაც შედგება ჯოჯოხეთი.

ხერსონის მეუ-ს ეპარქიაში აგორდა სკანდალი

ზოგიერთმა კომენტატორმა ივარაუდა, რომ ჩუდინოვიჩი არაფხიზელ მდგომარეობაში წერდა.

ხერსონის მეუ-ს ეპარქიაში აგორდა სკანდალი

"სერგე ჩუდინოვიჩ, თქვენ ნახევრად გიჟმა ვამპირმა დედიუხინმა გიკბინათ?",-იკითხა ტატიანა ალექსანდროვამ. მეუ-ს საინფორმაციო რესურსების თანამშრომელმა, აშკარაა მხედველობაში მიიღო ჩუდინოვიჩის საქციელის  მსგავსება  მეუ-ს სხვა კლირიკთან, ალექსანდრე დედიუხინთან, რომელიც განთქმულია თავისი ეპატაჟური გამონათქვამებით.

თუმცა, ინციდენტი არ ამოწურულა ქსელში  მხოლოს კამათით. შემდეგ დღეს შეიკრიბნენ მეუ-ს ეპარქიის საბჭოს წევრები და დაგმეს თავისი კლირიკის სიტყვები. მათი აზრით, მისი ბრალეულობა ნაწილობრივ იმაში მდგომარეობს, რომ "გარეშე მკითხველს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირებს შორის ბატონობს უთანხმოების ატმოსფერო".

კულიგინის გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში, როგორც ის ამბობს, ეპარქიის საბჭოს წევრთა თხოვნით აღნიშნულია, რომ ჩუდინოვიჩმა მათ აღუთქვა, რომ "თვითონაც უკვე ესმის იმ ცოდვილი მდგომარეობის, რომელშიც ის იმყოფებოდა".

მეუ-ს დამნაშავე კლირიკმა ბოდიში მოიხადა "ეპისკოპოსის" წინაშე. საინტერესოა, რომ მან ეს გააკეთა რატომღაც რუსულ ენაზე.

ზოგიერთმა მკითხველმა გამოხატა თავისი ეჭვი ამ მობოდიშების გულწრფელობაში.

საინტერესოა, რომ კომენტარმა, რომელმაც გამოიწვია ამდენი ხმაური, სერგეი ჩუდინოვიჩმა არ წაშალა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ მეუ უნდა აღიაროს ყველა ეკლესიამ, სხვაგვარად ერთიანობა არ იქნება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ