მჟკ-ს ჟურნალისტი ვლადიმერ ბობეჩკო წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება
სასამართლომ ვლადიმერ ბობეჩკოს გირაოს სახით მილიონნახევარი გრივნა მოითხოვა.
ქალაქ კიევის სოლომენსკის სასამართლოში ღია სხდომის დროს საგამოძიებო მოსამართლემ ვიქტორია კიციუკმა მიიღო გადაწყვეტილება მჟკ-ს ჟურნალისტის ვლადიმერ ბობეჩკოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. როგორც მჟკ-ს კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ ნათქვამია 2024 წლის 25 სექტემბრის დადგენილებაში.
სხდომის დროს სასამართლომ განიხილა საკითხი ვლადიმერ ბობეჩკოს პატიმრობაში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ.
მოსამართლემ დაადგინა ჟურნალისტის პატიმრობის გაგრძელება 2024 წლის 1 ნოემბრამდე. თუმცა მან დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და დაუშვა ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება გირაოს სანაცვლოდ 1435000 (ერთი მილიონ ოთხას ოცდათხუთმეტი ათასი) გრივნის ოდენობით.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული რაოდენობის გირაოს შეტანის შემდეგ ბობეჩკო დაუყონებლივ უნდა განთავისუფლდეს პატიმრობიდან.
🙏🙏🙏 მართლმადიდებელი ჟურნალისტის გირაოსთვის ფინანსების შეგროვებაში დახმარება შესაძლებელია რეკვიზიტებზე:
send.monobank.ua.
როგორც მჟკ წერდა, აგვისტოში დროებითი საგამოძიებო იზოლატორიდან გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს მღვდელი სერგი ჩერტილინი.