ფილარეტი: საბერძნეთი გადარჩა, რადგან მისი ეკლესია კონსტანტინოპოლს გამოეყო

26 August 2021 19:15
19
ფილარეტ დენისენკო. ფოტო: cerkva.info ფილარეტ დენისენკო. ფოტო: cerkva.info

ფილარეტი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაზე მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს „დამოუკიდებელი ეკლესია“ - უმე(კ).

2021 წლის 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების 30 წლისთავის აღსანიშნავ ზეიმზე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ფილარეტ დენისენკომ განაცხადა, რომ საბერძნეთი გადარჩა მხოლოდ იმის წყალობით, რომ მისი ეკლესია კონსტანტინოპოლს გამოეყო. 

ფილარეტის აზრით, სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ეკლესიის დამოუკიდებლობასთან. მაგალითად მან საბერძნეთი მოიყვანა.

„როდესაც საბერძნეთი ოსმალეთის იმპერიას გამოეყო, საბერძნეთის მთავრობა ეკლესიისგან ითხოვდა კონსტანტინიპოლის საპატრიარქოდან გამოყოფას. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო რა თქმა უნდა წინააღმდეგი იყო. მაგრამ, როდესაც საბერძნეთის ეკლესია გამოეყო, სახელმწიფოც შენარჩუნდა“, - თქვა ფილარეტმა. 

მისი სიტყვებით, სხვა სახელმწიფოებიც ასე იქცეოდნენ, ვინც ოსმელეთის იმპერიის შემადგენლობიდან გამოვიდა და „ამასთან პარალელურად  ყველა სახელმწიფოს ავტოკეფალური ეკლესიებიც იქმნებოდა“.

„ჩვენთან, უკრაინაში, კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რომ არ შეგვექმნა, დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს 30 წლისთავს ვერ ვიზეიმებდით, იმიტომ რომ არავითარი სახელმწიფო არ იქნებოდა“, - დარწმუნებულია კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური. 

ის თვლის, რომ მხოლოდ იმის წყალობით, რომ უკრაინაში არსებობს კიევის საპატრიარქო, როგორც „დამოუკიდებელი ეკლესია“, „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაზე“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ დაუშვებელია სხვისი პატრიარქის განდიდება საკუთარის დამცირების ხარჯზე, - ფილარეტი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ