ძალაში შევიდა კანონი უმე-ის საქმიანობის აკრძალვის მიზნით
კანონი ითვალისწინებს ცხრა თვეს, რომ რელიგიურმა ორგანიზაციამ კავშირი გაწყვიტოს რუსეთის ფედერაციასთან.
23 სექტემბერს ამოქმედდა კანონი „რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში კონსტიტუციური წესრიგის დაცვის შესახებ“, რომელსაც უმაღლესმა რადამ 20 აგვისტოს დაუჭირა მხარი, 24 აგვისტოს კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი.
შესაბამისი ჩანაწერი უკრაინის უმაღლესი რადას ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ახლა დოკუმენტი რეგისტრირებულია ნომრით 3894 – IX. კანონი მიზნად ისახავს აგრესორ ქვეყანასთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას. კანონის ექსპერტები და ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ის ქვეყანაში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას აკრძალავს. არაერთმა ადგილობრივმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გააკრიტიკა ეს საკანონმდებლო ინიციატივა.
როგორც მჟკ იტყობინება, რომის პაპი ფრანცისკე, უკრაინის კანონის კომენტირებისას, რომელიც იწვევს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის აკრძალვას უკრაინაში, მოუწოდა „არ აიკრძალოს არცერთი ქრისტიანული ეკლესია პირდაპირ ან ირიბად“.