ზელენსკიმ რუსეთის ნათლობის დღე ახალ სახელმწიფო დღესასწაულად დაამტკიცა
უკრაინაში უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღე ჩნდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ახალი დღესასწაული -უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღე. მისი აღნიშვნა მოხდება კიევის რუსეთის მართლმადიდებლობის დღეს.
თავისი გადაწყვეტილების შესახებ ზელენსკიმ განაცხადა საზეიმო სამხედრო აღლუმზე, რომელიც შედგა 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, გვატყობინებს პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინელები „არ არიან ობლები და ნაპოვნები“, არამედ არიან ძლიერი ქვეყნის შთამომავლები, რომელიც იყო ევროპის ცენტრი და სახელმწიფოებრიობის მემკვიდრეები, რომელიც ათას წელზე მეტი არსებობის ისტორიას ითვლის.
„ჩვენ ახალგაზრდა ოჯახი ვართ კიევის რუსეთის დიდებული დინასტიიდან - უკრაინელები. დამაარსებლების გვარიდან. მართლმადიდებლობის მიმღებთა გვარიდან. მამაცი გვარიდან. ბრძენი გვარიდან. კაზაკების გვარიდან... და ჩვენ ვიწყებთ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღის აღნიშვნას. მის ამოსავალ წერტილად მიგვაჩნია კიევის დაარსების წელი. კიევის რუსეთის - უკრაინის დედაქალაქი, რომელსაც ტყუილად როდი უწოდებენ ქალაქს, საიდანაც ყველაფერი იწყება. აქ იწყებოდა მართლმადიდებლობა, აქ დაედო სათავე ძველ სლავურ ენას, რომლის სამართალმემკვიდრესაც წარმოადგენს თანამედროვე რუსული ენა. აქ იწყებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობაც“, - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება აღინიშნება „ჩვენი სახელმწიფოებრიობის აყვავების დღეს - კიევის რუსეთის - უკრაინის მართლმადიდებლობის დღეს“ და შესაბამის ბრძანებას ის ხელს დღეს მოაწერს.
მჟკ ასევე წერდა, რომ ტრადიციული „უკრაინის დალოცვა“ კიევის სოფიას ტაძარში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება დამოუკიდებლობის დღეს, ფანარიონის მეთაურის გარეშე ჩატარდა: ეს იყო უმე-ს პოზიცია და პირობა.