უმე-ში ისაუბრეს, რატომ არ არის ფანარიონიდან განცხადებები მეუ-ს რეიდერობაზე

25 August 2021 23:15
9
მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: facebook.com/MitropolitAntoniy მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: facebook.com/MitropolitAntoniy

მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი) თვლის, რომ პატრიარქ ბართლომეს  უკრაინაში ვიზიტის შედეგები გაამწვავებს მდგომარეობას ქვეყნის საეკლესიო სფეროში.

2021 წლის 23 აგვისტოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა,  ბორისპოლისა და ბროვარის მიტრპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩი) თქვა, რატომ არ ისმის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან არავითარი განცხადებები მეუ-ს მომხრეების მიერ უმე-ს ტაძრების რეიდერული მიტაცების თაობაზე , იუწყება გამოცემა «РИА Новости».

გამოცემასთან ინტერვიუში მიტროპოლიტმა ანტონმა ისაუბრა მეუ-ს მომხრეების მიერ უმე-ს ტაძრების მიტაცების უკანასკნელ შემთხვევაზე და აღნიშნა, რომ ჩვენი ეკლესიის სამღვდელოებას და მორწმუნეებს "ხშირად უწევთ  საკუთარი  უფლებებისა და თავისუფლების დარღვევასთან ჰქონდეთ საქმე".

"სამწუხაროდ, შეინიშნება პირდაპირი ძალადობისა და აგრესიის ფაქტები კანონიკური ეკლესიის სამწყემსოს მიმართ. პოროშენკოს პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სიტუაცია რამდენჯერმე გაუმჯობესდა, მაგრამ შესაბამისი პრობლემები არსად არ გამქრალა. ყველაფერი უბრალოდ ჰაერში დაეკიდა",-აღნიშნა მეუფემ.

მისი აზრით, "ნებისმიერი გარეშე ფაქტორი, იგივე პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში ვიზიტის შედეგებმა, შესაძლოა ისევ გაამწვავავოს მდგომარეობა საეკლესიო სფეროში", ხოლო უმე-ს ტაძრების რეიდერული მიტაცების პროცესი "მიიღებს დამატებით იმპულსს ".

მიტროპოლიტმა ანტონმა შეახსენა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში " უკრაინის ხელისუფლებასთან სტრატეგიული ურთიერთობების განახლების მიმართ თავის ინტერესს არ მალავენ", და ნამდვილად ამ მიზეზით ყველა ეს წლები პატრიარქ ბართლომეს მხრიდან "არ გაჟღერებულა არცერთი განცხადება როგორც"მეუ"-ს მომხრეების  უკრაინაში კანონიკური ეკლესიის თემებზე რეიდერული თავდასხმების შეწყვეტის აუცილებლობაზე, ასევე იმაზე, რომ დაუშვებელია ძალის, მუქარის და ზეწოლის გამოყენება მორწმუნეების მიმართ, რომლებსაც სურთ შეინახონ  ღმერთისა და მისი ეკლესიისადმი ერთგულება" ,-დაასკვნა უმე-ს საქმეთა მმართველმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ მიტროპოლიტ ანტონის სიტყვებით, მეუ-ს განცხადებები უმე-სთან დიალოგის მზადყოფნაზე -არაგულწრფელია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ