ფანარიონის მეთაური იმათთან არის,ვინც ყველა კანონს არღვევს-უმე-ს წინამძღვარი
ჩვენ ეკლესიის ერთგული ვრჩებით, დევნის, ზეწოლისა და პროვოკაციების მიუხედავად, თქვა უმე-ს დევნილი თემის წინამძღვარმა სოფელ პტიჩიედან ლოცვით დგომაზე კიევში.
სამწუხაროდ, პატრიარქი ბართლომე არის იმ "მღვდლებთან", რომლებიც არღვევენ ეკლესიის, მორალისა და სახელმწიფოს კანონებს. ამაზე როვენსკის ოლქის სოფელ პტიჩიეს მიძინების უმე-ს მიტაცებული ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გრიგორი სტადნიკმა, ფანარიონის მეთაურის რეზიდენციასთან კიევში ლოცვითი დგომის მონაწილემ უთხრა კომენტარში «Перший Козацький»-ს.
მღვდლის სიტყვებით, რომლის თემი უკვე მეექვსე წელია იტანჯება ეკლესიური რეიდერობით, მორწმუნეები ჩამოვიდნენ კიევში, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ ერთგულება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი წინამძღვრის, უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის მიმართ, ასევე "მიეტანათ პატრიარქისათვის, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს მსოფლიო პატრიარქს, რომ ის, ე.წ. მეუ-ს აღიარებით, დიდ შეცდომას უშვებს და მოაქვს ბევრი უბედურება ჩვენს უკრაინულ მიწაზე".
თუმცა მართლმადიდებლები მაინც ვერ დაელოდნენ, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი მათთან მისულიყო და გაეცა პასუხები მათ კითხვებზე, აღნიშნა მ. გრიგორიმ.
"როდესაც ჩვენს სოფელში მიიტაცეს ტაძარი, უმე (კ) კს -ს მაშინდელმა წარმომადგენელმა იგორ ზაგრებალნიმ გვითხრა ასეთი სიტყვები: "გქონდეთ თქვენი დედა-ეკლესია, თქვენი სამართალი და კანონები",-მოყვა დევნილი თემის წინამძღვარმა პტიჩიედან. ე.ი. ადამიანი, რომელიც თავს მღვდელს უწოდებს, დაარღვია ეკლესიური კანონი, მორალის კანონი და სახელმწიფო კანონი და არაფრად არ მიიჩნევს მათ. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს მსოფლიო პატრიარქი შეუერთდა ამ ადამიანთა ჯგუფს".
სასულიერო პირის აზრით, უმე-ს მორწმუნეები შეგროვდებიან მუდმივად, რათა დაადასტურონ თავისი რწმენა, "და თუ საჭირო იქნება, დადგებიან ბოლომდე".
მან შეახსენა, რომ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ხელისუფლება უკვე ცდილობდა შეექმნა თავისი "ჯიბის ეკლესია", როგორც ეს დღეს ხდება, "მაგრამ ეკლესიის ერთ-ერთმა მამამ თქვა: 'მოწამეთა სისხლი-ქრისტიანთა თესლია".
"ჩვენ ვართ ნაყოფი იმ ადამიანებისა, რომლებმაც გვაჩუქეს თავისი რწმენა. ვიმედოვნებთ, შევინარჩუნებთ რწმენას და გადავცემთ ჩვენს შვილებს".- თქვა დეკანოზმა გრიგორი სტადნიკმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, უნეტარესი ონუფრი მივიდა მრევლთან, რომლებიც ატარებენ ლოცვით დგომას ფანარიონის მეთაურის რეზიდენციასთან კიევში.