დაუშვებელია სხვა პატრიარქის განდიდება საკუთარის დამცირების ხარჯზე -ფილარეტი

25 August 2021 00:40
50
ფილარეტ დენისენკო. ფოტო: unian.net ფილარეტ დენისენკო. ფოტო: unian.net

უმე(კ)-ში მოუწოდეს უკრაინულ ხელისუფლებას შეწყვიტონ ნეგატიური და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა ფილარეტ დენისენკოს მიმართებით.

2021 წლის 23 აგვისტოს კიევის მიტროპოლიის უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში აღშფოთებულები იყვნენ, რომ ფილარეტ დენისენკო არ მიიწვიეს ოფიციალურ ღონისძიებებზე უკრაინის დამოუკიდებლობის იუბილესთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ დაუშვებელია სხვისი პატრიარქის განდიდება საკუთარის დამცირების ხარჯზე.

კიევის მიტროპოლიის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრეს-სამსახურმა აღნიშნა, რომ ფილარეტი - „ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოა“ და „მის მიმართ დისკრიმინაცია იმის ინდიკატორია, რამდენად გულწრფელია ახლანდელი ხელისუფლება თავის სურვილში დაამკვიდროს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, განამტკიცოს მისი სუვერენობა და სიძლიერე“.

კიევის საპატრიარქოში აღშფოთებულები იყვნენ, რომ მასმედია არ აშუქებს  ფილარეტის მოღვაწეობას და „არასწორი და სახიფათო პრაქტიკა“  უწოდეს „სხვისი პატრიარქების განდიდებას საკუთარი, კიევის დამცირების ხარჯზე“. 

კიევის მიტროპოლიის უკრაინის მართლმადიდებელ  ეკლესიაში „მტკიცე პროტესტი გამოთქვეს „ნამდვილ უკრაინელ პატრიოტზე, უკრაინელი ხალხის მწემსმთავარზე - პატრიარქ ფილარეტზე უპრეცედენტო ზეწოლისა და დემონსტრატიული იგნორირების გამო“ და მოუწოდეს ხელისუფლებას „შეწყვიტონ ეს ნეგატიური, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა“, ხოლო ყველა პატრიოტულ ძალას -  „გაერთიანდეს უკრაინის პატრიარქის გარშემო“.

 „არ მოგცემთ უწმინდეს პატრიარქ ფილარეტის, მისი სახით კი მთელი უკრაინული სახელმწიფოებრივი იდეისთვის მებრძოლთა  უგულებელყოფის უფლებას“, - დაასკვნეს კიევის საპატრიარქოს პრეს-სამსახურში. 

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ფილარეტ დენისენკო მზად არის შეხვდეს ფანარიონის მეთაურს, მაგრამ მხოლოდ როგორც პატრიარქი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ