ფანარიონის მეთაური: უკრაინელების რწმენა პოლიტიკურ გამოცდილებას უერთდება

25 August 2021 00:32
32
პატრიარქი ბართლომე ფორუმზე «უკრაინა 30. დამცველები». ფოტო: скриншот YouTube-канала Всеукраїнський Форум Україна 30 პატრიარქი ბართლომე ფორუმზე «უკრაინა 30. დამცველები». ფოტო: скриншот YouTube-канала Всеукраїнський Форум Україна 30

პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ უკრაინელები უკვე გაერთიანდნენ, რამდენადაც "სიმბოლურად ცხებული არიან ჩვენი ეკლესიის მიერ", ხოლო მეუ შეასრულებს "თავის უძველეს მისიას".

მართლმადიდებელი უკრაინელების რწმენა ეზიარა პოლიტიკურ მოვლენებს და გამოცდილებას. ამაზე კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა 22 აგვისტოს IV  მოხალისეებისა და ვეტერანების საერთაშორისო  ფორუმზე  «Украина 30. Защитники».

ფანარიონის მეთაურის სიტყვებით, უკრაინა- "უძველესი ქვეყანაა, რომელიც მუდმივად ახლდება, რომელიც განბანილია  საუკუნეების სისხლით, ტანჯვითა და დიდი მსხვერპლით, მაგრამ ეს მიწაა, რომელმაც სლავ ხალხებს მისცა ყველაფერი: წმინდა მართლმადიდებლური სარწმუნეობა მთელი თავისი სილამაზით და უსასრულო სიბრძნე".

მართლმადიდებლური ეკლესია, განმარტა პატრიარქმა ბართლომემ, "არის მშვიდობისა და სამართლიანობის პრაქტიკისა და სწავლების გამტარებელი, ამიტომ მართლმადიდებელი უკრაინელების რწმენა ეზიარა ამ სოციალურ, კულტურულ, რელიგიურ და პოლიტიკურ მოვლენებსა და გამოცდილებას".

გარდა ამისა, მისი სიტყვებით, უკრაინელები "სიმბოლურად ცხებული არიან ჩვენი ეკლესიის მიერ და უკვე ჩვენ ერთნი ვართ".

"ვლოცულობთ ყველა რელიგიათაშორისი და კულტურათაშორისი ინიციატივების გაძლიერებისათვის უკრაინაში, იმიტომ რომ ამას მოყვება უფრო სრული, მშვიდობიანი და კონსტრუქციული საზოგადოება.   მსოფლიო ეკლესია ხელს უწყობს ასეთ დიალოგს და მზადაა დაეხმაროს უკრაინას ასეთი გულახდილობის მიღწევაში",-დაამატა მან.

ადრე, 2017 წელს, პატრიარქი ბართლომე უკრაინაში "ძმათამკვლელი ომის" შეწყვეტაზე ლოცულობდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ