სწორი არ არის, მსოფლიო პატრიარქს სამუზეუმო ექსპონატი უწოდო, - ფანარი

23 August 2021 23:20
21
ფანარიონის მეთაური ათვალიერებს მუზეუმის ექსპონატებს წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიაში. ფოტო: pomisna.info ფანარიონის მეთაური ათვალიერებს მუზეუმის ექსპონატებს წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიაში. ფოტო: pomisna.info

კონსტანტინოპოლის პატრიარქი თვლის, რომ მის  მნიშვნელობას აკნინებს ის,  რომ მას  სამუზეუმო ექსპონატს  უწოდებენ.

2021 წლის 22 აგვისტოს ფანარის მეთაურმა კიევის სოფიის ტერიტორიაზე ლიტურგიის დროს აღნიშნა, რომ არ არის სწორი, მსოფლიო პატრიარქს სამუზეუმო ექსპონატი უწოდო. 

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე თავის გამოსვლაში ყვებოდა, რომ ფანარს „არავის დისკრიმინაცია არ სურს“, რადგან „თავს მსხვერპლად წირავს ყველას, უყვარს და პატივს სცემს ყველას გამონაკლისისა და შეზღუდვების გარეშე“.

ამავე დროს, განაცხადა ფანარის მეთაურმა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო „უარს ვერ იტყვის თავის სამსხვერლო მსახურებაზე, იმიტომ რომ უნდა დაიცვას ეკლესიური წესრიგი, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მშვიდობა და მდგომარეობა“. 

მან განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო წუხს „ისტორიული სიმართლის დამახინჯების მტკიცე და დაჟინებული მცდელობების გამო“. 

ფანარში, თქვა პატრიარქმა ბართლომემ, თვლიან „ნეოლოგიზმებად და ახალ ფორმულირებებად, საფრთხის შემცველ ეკლესიოლოგიურ შეხედულებებად“ პოზიციას, რომლის თანახმად კონსტანტინოპოლის პატრიარქი - ეს „არააქტუალური, არაავტორიტეტული ანაქრონიზმია“. 

ფანარის მეთაური დარწმუნებულია, რომ ეს თვალსაზრისი - „კონსტანტინოპოლის მღვდელმთავრის დაკნინებაა და მისი დაყვანა სამუზეუმო ექსპონატის მდგომარეობამდე“. 

ამ თვალსაზრისს, პატრიარქ ბართლომეს აზრით, იზიარებენ ეკლესიები, რომლებიც „განახორციელებენ საეკლესიო მოძღვრების გადატრიალების მცდელობებს“, პირიქით, ისინი მადლიერები უნდა იყვნენ „ქრისტეს დიდი დედა-ეკლესიის განგებისა და მსხვერპლის“, თვით  მისი არსებობის ფაქტის გამო. 

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პატრიარქ ბართლომეს აზრით, ფილარეტისეული განხეთქილება - კიევის მიტროპოლიის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის შედეგია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ