რაზუმკოვთან შეხვედრის მერე ფანარიონის მეთაური რადადან შიდა კარით გაიყვანეს
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ კიდევ ერთხელ აარიდან თავი უმე-ს მორწმუნეებთან შეხვედრას, რომლებიც რადას შენობასთან მივიდნენ, რათა გამოეხატათ თავიანთი აზრი.
2021 წლის 21 აგვისტოს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე შეხვდა უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერს დმიტრი რაზუმკოვს, რის შემდეგაც მან ურ-ს შენობა შიდა კარით დატოვა, გვატყობინებს ურ-ს საიტი.
რაზუმკოვმა შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ უკრაინა „აგრძელებს ბრძოლას ჩვენი ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად“, ხოლო „რელიგია წარმოადგენს ერთ-ერთ ბაზისს, რომლის ირგვლივაც შეიძლება ადამიანების გაერთიანება“.
„ჩვენ ყოველთვის ვცნობდით გაერთიანების, შეხების საერთო წერტილების პოვნის პოლიტიკას და არ ვიღებთ განხეთქილების პოლიტიკას. ვიმედოვნებ, რომ თქვენი ვიზიტი გაააქტიურებს ამ პროცესს“, - აღნიშნა უმაღლესი რადას სპიკერმა.
შეხვედრის შემდეგ, პატრიარქმა ბართლომემ დატოვა უმაღლესი რადა იმავე გზით, რომლითაც შევიდა იქ - შიდა კარიდან, მაშინ როცა პარლამენტის შენობის ცენტრალურ შესასვლელთან მას უმე-ს მორწმუნეები ელოდნენ.
ფოტოებზე, რომელიც გამოქვეყნდა უმაღლესი რადას საიტზე ჩანს, რომ ფანარიონის მეთაური და დმიტრი რაზუმკოვი ემშვიდობებიან ერთმანეთს ურ-ს შიდა ეზოში კარის წინ, რომელსაც აწერია შესასვლელთან ციფრი „VI“.
კარის ზღურბლთან, სავარაუდოდ, სწორედ ამ შემთხვევის გამო იყო წითელი ხალიჩა დაგებული, ხოლო შესასვლელთან პატრიარქ ბართლომესა და ურ-ს სპიკერის შეხვედრის ორგანიზატორებმა განათავსეს უკრაინის ეროვნული დროშა.
ადრე მჟკ წერდა, რომ ფანარიონის მეთაური უმაღლეს რადაში დამხმარე კარიდან შეიყვანეს.