ზელენსკი შეგნებულად იყენებს პროვოკაციებს რელიგიურ სფეროში, -ანალიტიკოსი

23 August 2021 00:44
43
პოლიტიკური ექსპერტი დიმიტრი კორნეიჩუკი. ფოტო: скриншот YouTube-канала «Наш» პოლიტიკური ექსპერტი დიმიტრი კორნეიჩუკი. ფოტო: скриншот YouTube-канала «Наш»

პოლიტიკურმა ექსპერტმა დიმიტრი კორნეიჩუკმა კომენტარი გაუკეთა უკრაინაში ფანარიონის მეთაურის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას, რომელიც შედგა ქვეყნის პრეზიდენტის მოწვევით.

ბართლომეს მოწვევა უკრაინაში ეს გარკვეული პროვოკაციაა, მაგრამ ვლადიმერ ზელენსკი მიდის ამაზე შეგნებულად. ასეთი მოსაზრება გამოთქვა სატელევიზიო არხის "ჩვენები" ეთერში პოლიტიკურმა ექსპერტმა, ანალიტიკოსმა დიმიტრი კორნეიჩუკმა.

მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და პრეზიდენტის როლი იმაში მდგომარეობს, რომ იყვნენ რელიგიურ სიტუაციაზე მაღლა. მაგრამ როდესაც "ზელენსკი იწვევს პატრიარქ ბართლომეს- მაშინ ჩვენ ვხედავთ, რომ ის თამაშობს ერთ-ერთი ეკლესიით".

"როდესაც ჩვენთან არსებობს მორწმუნეებს შორის ასეთი დაპირისპირება, ასე დემონსტრატიულად მოიწვიო ერთ-ერთი პატრიარქი- ეს გარკვეულწილად პროვოკაციაა. ზუსტად ასევე, განაცხადო, რომ აგრესორი იყენებს ეკლესიას როგორც ჰიბრიდულ იარაღს", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

მისი სიტყვებით, როდესაც ხელისუფლება იწყებს საუბარს იმაზე, რომ პატრიოტები არიან მხოლოდ ისინი, ვინც საუბრობს უკრაინულ ენაზე და არიან მეუ-ს მრევლი, ყველა დანარჩენი - არა, მაშინ "ეს სპეციალური პროვოკაციაა".

"მაგრამ ზელენსკი შეგნებულად, ისევე როგორც მისი პოლიტიკური მამა პოროშენკო, იყენებს ამ პროვოკაციებს. იმიტომ, რომ როდესაც შენ არ შეგიძლია საზოგადოებისათვის რამის მიცემა, და ადამიანების ცხოვრობენ გაჭირვებაში, მაშინ ერთადერთი რაც რჩება- მოუჭირო მასმედიას ან დაგეშო ადამიანები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ენობრივ ან რელიგიურ თემაზე",- განმარტა მან.

დიმიტრი კორნეიჩუკმა გაიხსენა, რომ მათ შორის, ვინც იბრძოდა და დაიღუპა დონბასში, ბევრი საუბრობდა რუსულ ენაზე და იყვნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი. და მას არსად არ დაუნახავს და გაუგონია, რომ უმე აგიტაციას უწევდა ყირიმის ანექსიას, დონბასის ომის გაგრძელებას, რუსეთთან შეერთებას და ა.შ.

"საკმარისია ეს პროვოკაციები!" -მოუწოდა ექსპერტმა.

20 აგვისტოს ფანარიონის მეთაური ჩამოვიდა უკრაინაში პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მოწვევით, რომელმაც იერარქთან შეხვედრაზე ისაუბრა ქვეყანაში კონფესიებს შორის მშვიდობაზე და იმაზე, თუ როგორ იყენებს აგრესორი რელიგიას როგორც ჰიბრიდულ იარაღს.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ათასობით მორწმუნესთან, რომლებიც ელოდნენ პატრიარქ ბართლომეს უმაღლეს რადასთან 21 აგვისტოს, რათა მიეცათ მისთვის რამდენიმე შეკითხვა, რელიგიური მოღვაწე არ გამოვიდა. მჟკ-ს მიყავდა მოვლენის პირდაპირი ტრანსლაცია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ