მაკაროვსკი: ჩვენ არ ვართ სახელმწიფოს მტრები, - ჩვენ ეკლესიის მეგობრები ვართ
მოძრაობა „ერისკაცების“ ლიდერი თვლის, რომ პატრიარქი ბართლომე შესანიშნავადაა ინფორმირებული იმაზე, თუ რა ხდება უკრაინაში უმე-თან მიმართებაში, მაგრამ ის დუმს ამის შესახებ.
2021 წლის 21 აგვსიტოს უკრაინის უმაღლეს რადასთან პატრიარქ ბართლომეს ქვეყანაში ვიზიტის წინააღმდეგ ლოცვით დგომაზე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერისკაცების“ ლიდერმა ვასილი მაკაროვსკიმ განაცხადა, რომ უმე-ს მორწმუნები არა სახელმწიფოს მტრები, არამედ ეკლესიის მეგობრები არიან, გვატყობინებს „პერში ნეზალეჟნი“.
ვასილი მაკაროვსკის სიტყვებით, უმე-ს მორწმუნეები უმაღლესი რადას კედლებთან შეიკრიბნენ „უკრაინის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავის წინ, რადგანაც შეგახსენოთ, რომ თითოეულ ჩვენთაგანზე არის დამოკიდებული, თუ როგორი იქნება უკრაინა მომავალში“.
მან ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ არ ვართ ხელისუფლების მტრები, - ჩვენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი მეგობრები ვართ, რომელსაც მივეკუთვნებით და ასე არის და იქნება“, -განაცხადა მაკაროვსკიმ.
„ერისკაცების“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ პატრიარქი ბართლომე შესანიშნავად არის ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რა ხდება უკრაინაში უმე-თან მიმართებაში, „მაგრამ, სამწუხაროდ, ის დუმს“.
„ხოლო როცა ის არ დუმს - ის წერს წერილებს ჩვენს წინამძღოლს, უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის სიტყვებით, რომ ის დროებით იტანს მას“, - ხაზი გაუსვა მაკაროვსკიმ.
„თუმცა, ვინ იტანს ვის? შესაძლოა, თქვენ ითმენთ არა მხოლოდ ჩვენს წინამძღოლს, არამედ საკუთარი რელიგიური კუთვნილების გამო ნაცემ მნათეებსაც? იქნებ იტანთ გოგონას, რომელიც არ შეუშვეს გამოსაშვებ საღამოზე მხოლოდ იმიტომ, რომ არ დადის იმ ეკლესიაში?“ - ჰკითხა „ერისკაცების“ ლიდერმა პატრიარქ ბართლომეს მიმართვისას.
მან აღნიშნა, რომ „ადამიანებმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სხვადასხვა ეპარქიიდან და რეგიონიდან იციან და გრძნობენ იმ ტკივილს, რომელიც მოიტანა პატრიარქ ბართლომეს მოქმედებება შედეგის სახით“.
ადრე მჟკ წერდა, რომ მოძრაობა „ერისკაცების“ ლიდერმა განმარტა, თუ რატომ შეიკრიბნენ ურ-თან უმე-ს მორწმუნეები.
შეგახსენებთ, რომ მჟკ პატრიარქ ბართლომეს ვიზიტისა და უმე-ს ლოცვითი დგომის პირდაპირ ონლაინ-ტრანსლაციას ახორციელებს.