ფანარიონის მეთაური რადაში დამხმარე კარის მეშვეობით შეიყვანეს
უმე-ს მორწმუნეებმა გაიგეს რა ურ-ში პატრიარქ ბართლომეს შესვლის თაობაზე, დაიწყეს რწმენის სიმბოლოსა და „მნოგაია ლეტას“ გალობა მათი წინამძღოლის უნეტარესი ონუფრის მიმართ.
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე უკრაინის უმაღლეს რადას ეწვია - ის დამხარე კარის მეშვეობით შეიყვანეს ის, გვატყობინებს პარლამენტის კედლებთან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა ლოცვითი დგომის ხელმძღვანელი, მღვდელმონაზონი ანდრეი პალჩუკი.
ვასილკოვის არქიეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (პოჩტოვი), რომელიც ამ დროს სცენაზე იდგა, გააკეთა კომენტარი, რომ ფანარიონის მეთაურმა არ ისურვა შეხვედრა უმე-ს მორწმუნეებთან, რითიც აჩვენა, რომ „ის არაა ჩვენი მამა და რომ ჩვენ არ ვართ მისი შვილები“. მან გვამცნო, რომ ლოცვითი დგომა სრულდება და მადლობა გადაუხადა მონაწილეებს ეკლესიისა და კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრისადმი ერთგულების გამო“.
უმე-ს მორწმუნეებმა იგალობეს რწმენის სიმბოლო და „მნოგაია ლეტა“ თავიანთ წინამძღოლს, უნეტარეს ონუფრის.
როგორც მჟკ გვატყობინებდა, რადასთან უმე-ს 10 000-ზე მეტი მორწმუნე შეიკრიბა.