მიტროპოლიტი ლუკა:ქვეყანა,რომლის ინტერესებსაც წარმოადგენს უმე,-უფლის სამეფოა

22 August 2021 00:43
46
ზაპოროჟიისა და მელიტოპოლის მიტროპოლიტი ლუკა (კოვალენკო). ფოტო : hramzp.ua ზაპოროჟიისა და მელიტოპოლის მიტროპოლიტი ლუკა (კოვალენკო). ფოტო : hramzp.ua

ზაპოროჟიის მიტროპოლიტმა ლუკამ კომენტარი გააკეთა უმე-სა და უცხოური ინტერსების შესახებ ფანარიონის მეთაურის სიტყვებზე.

ქვეყანას, რომლის ინტერესებსაც წარმოადგენს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ეწოდება უფლის სამეფო. ამის შესახებ დაწერა ზაპოროჟიისა და მელიტოპოლის მიტროპოლიტმა ლუკამ (კოვალენკო) თავის ტელეგრამ-არხზე კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს განცხადების პასუხად, რომ უმე-ში ზრუნავენ უცხოურ ინტერესებზე და არა საეკლესიო კრიტერიუმებზე.

იერარქმა აღნიშნა, რომ თავად პატრიარქი ბართლომე „არ ცდილობდა დაემალა, რომ წარმოადგენს უკრაინაში გავლენის ერთ-ერთ მთავარ აგენტს“ და რომ მისი ამჟამინდელი ვიზიტი ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ დღესასწაულზე სახელმწიფო ჩინოვნიკების მოწვევით და ისიც, თუ როგორ ხვდებიან მას აქ, ადასტურებს იმას, რომ „საქმე აქ არა რელიგიას, არამედ პოლიტიკას“ ეხება.

„ამასთან, ის საუბრობს ჩვენზე, მილიონობით მორწმუნეზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, რომ ჩვენ აქ წარმოვადგენთ „უცხოურ ინტერესებს“. ვისურვებდი დამეზუსტებინა, რომ ქვეყანას, რომლის ინტერესებსაც წარმოვადგენთ, ეწოდება უფლის სამეფო და რომ უმე-ს ერთგული შვილები სინამდვილეში წარმოადგენენ ამ სამეფოს მოქალაქეებს“, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ლუკამ.

შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს უმე-ს მორწმუნეები კიევში ურ-თან შეიკრიბნენ, რათა დაედასტურებინათ თავიანთი რწმენა და ეჩვენებინათ ფანარიონის მეთაურისთვის, რომ მის წარმოდგენას უკრაინაში საეკლესიო სიტუაციასთან დაკავშირებით არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან. მჟკ მოვლენის ონლაინ-ტრანსლაციას ახორციელებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ