უკრაინაში სისხლი იღვრება:«Миряне»-ს ლიდერმა წაიკითხა ბართლომესადმი მიმართვა

23 August 2021 00:04
16
უმე-ს მორწმუნეები უმაღლეს რადასთან. ფოტო: facebook.com/1kozaktv უმე-ს მორწმუნეები უმაღლეს რადასთან. ფოტო: facebook.com/1kozaktv

ვასილ მაკაროვსკიმ გაიხსენა, რომ სწორედ ფანარის ქმედებების წყალობით უკრაინული განხეთქილების ლეგალიზაციის მხრივ,  უკრაინაში მიტაცებულია უმე-ს 144 ტაძარი.

2021 წლის 21 აგვისტოს უკრაინის უმაღლესი რადის კედლებთან ერთობლივ ლოცვაზე ქვეყანაში პატრიარქ ბართლომეს ჩამოსვალასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციის «Миряне» (ერისკაცები) ლიდერმა ვასილ მაკაროვსკიმ წაიკითხა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა მიმართვა ფანარის მეთაურისადმი, იუწყება გამომცემლობა «Страна».

ვასილი მაკაროვსკიმ ხაზი გაუსვა, რომ პატრიარქ ბართლომეს ქმედებების გამო უკრაინული განხეთქილების ლეგალიზაციის მხრივ,  „უკრაინაში სისხლი და ცრემლი იღვრება“.

„თქვენ ჩვენს ქვეყანაში მოიტანეთ მტრობა, ზიზღი და ძალადობა! თქვენი სახელით სასტიკი მებრძოლები ტაძრებს იტაცებენ, მღვდლების ოჯახებს საეკლესიო სახლებიდან აძევებენ, მორწმუნეებს ცემენ და სხვა მსგავს უკანონობას ჩადიან! უკრაინა ცრემლს და სისხლს ღვრის იმის გამო, რაც თქვენ ჩვენს ქვეყანას მოუტანეთ!“ - ნათქვამია «Мирян»-ს განცხადებაში.

ვასილი მაკაროვსკიმ პატრიარქ ბართლომეს შეახსენა, რომ სწორედ ფანარის ქმედებების წყალობით უკრაინული განხეთქილების ლეგალიზაციის მხრივ,  უკრაინაში მიტაცებულია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 144 ტაძარი. თუმცა, აღნიშნა «Мирян»-ს ლიდერმა, „ჩვენ მათ გვერდით ახლებს ვაშენებთ“.

მან ფანარის მეთაურს სინანულისკენ მოუწოდა ეკლესიაში  პირველობის მოთხოვნის გამო, რომელიც ეკუთვნის მხოლოდ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს, კათოლიკებთან გაერთიანების მცდელობისთვის, უკრაინული განხეთქილების აღიარებისთვის, ჩვენი ტაძრების მიტაცებისთვის, მორწმუნეთა ცემისთვის, მტრობისა და ზიზღისთვის“, რაც პატრიარქმა ბართლომემ  უკრაინაში  მოიტანა! 

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ერთობლივ ლოცვაზე უმაღლესი რადის კედლებთან შეიკრიბა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 10 000-ზე მეტი მორწმუნე.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი აწარმოებს  პატრიარქ ბართლომეს ჩამოსვლისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივი ლოცვის პირდაპირ ონლაინ-ტრანსლაციას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ