უმე-ს კლირიკოსი: ჩვენ გვსურს პატრიარქ ბართლომეს ვაჩვენოთ, რამდენი ვართ
მამა ალექსანდრე ყვებოდა, რატომ მოვიდა უმაღლეს რადასთან ერთობლივ ლოცვაზე.
მღვდელმა ალექსანდრემ ჩერნოვციდან არხზე «Перший Незалежний» განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები, რომლებსაც უყვართ უნეტარესი ონოფრე, მზად არიან ათასი კილომეტრი გაიარონ, რომ აჩვენონ პატრიარქ ბართლომეს, რაოდენ ბევრი მართლმადიდებელია უკრაინაში.
„ჩვენ მოვედით (ერთობლივ ლოცვაზე უმაღლეს რადასთან - რედ.), რომ პატრიარქმა ბართლომემ დაინახოს, რაოდენ ბევრნი ვართ, რომ მისი ჩამოსვლის მერე იგივე არ განმეორდეს, რაც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და დიდ ტანჯვას აყენებს მორწმუნეებს (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის - რედ.)... დღეს ათასობით ადამიანი შეიკრიბა აქ, ხალხი აგრძელებს მოსვლას. მართლმადიდებლები, რომლებიც პატივს სცემენ და უყვართ ჩვენი უნეტარესი ონოფრე, მზად არიან 600 და 1000 კმ გაიარონ. აქ არის ხალხი, ვინც რუმინეთიდან და მოლდავეთიდან ჩამოვიდა და ყველა მხარს უჭერს ჩვენს უნეტარეს ონოფრეს. თუ ბართლომე მართლმადიდებელ პატრიარქად თვლის თავს, ის ვალდებულია გამოვიდეს და ახსნას, რატომ მოუტანა ჩვენს ხალხს განხეთქილება და მტრობა, ახსნას, რისი მიღწევა სურს. ჩვენი კითხვები მარტივია. ვშიშობ, ის არ გამოვა და არაფერს არ იტყვის, რადგან არაფერი აქვს სათქმელი, რადგან ყველაფერი ისედაც ნათელია“, - აღნიშნა მღვდელმა ალექსანდრემ.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლის სიტყვებით, უკრაინის ხელისუფლება არ რეაგირებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების სიტყვებზე ან უბრალოდ იგნორირებას უკეთებს მათ.
„მათ არ სურთ რეაგირება ჩვენს სიტყვებზე, ჩვენ მშვიდობიანი პროტესტებით გამოვდივართ, დღეს ჩვენ დაუჯდომელ ლოცვებს ვკითხულობთ, ვდგევართ და მშვიდად ვლოცულობთ, არ გადავდივართ იერიშზე და იმედი გვაქვს, რომ ის (პატრიარქი ბართლომე - რედ.) გამოვა. ჩვენ ვაპროტესტებდით მის ჩამოსვლას, მაგრამ ეს არავის არ შეუმჩნევია. მას (პატრიარქ ბართლომეს - რედ.) რომ ეთხოვა უნეტარესისთვის უკრაინაში ჩამოსვლის კურთხევა პოლიტიკური და არა რელიგიური მოღვაწის სახით, ვფიქრობ, უნეტარესი აკურთხებდა მას, რადგან ის (უნატარესი - რედ.) წმინდა ადამიანია და იბრძვის, რომ უკრაინაში გაიმარჯვოს მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ, ის ძალაუფლებისთვის კი არ იბრძვის, არამედ ხალხისთვის, მათი სულებისთვის“, - დაამატა მან.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ერთობლივი ლოცვის პირდაპირ ტრანსლაციას აწარმოებს.