პატრიარქი კირილი პეტერბურგში გამოსვლის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური სასწრაფო დახმარების მანქანამდე ხელით მიიყვანეს.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, პატრიარქი კირილი პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის მოედანზე გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა, იუწყება გამოცემა Fontanka. მან მორწმუნეებს მიმართა ნეველის პროსპექტზე რელიგიური მსვლელობის დასრულების შემდეგ და ისაუბრა ცდუნებებზე, გააფრთხილა დასავლური გავლენის შესახებ.
ამის შემდეგ, როგორც ადგილობრივმა მედიამ აღნიშნა, პატრიარქმა თავი ცუდად იგრძნო. მკლავებში ამოუდგნენ და სასწრაფო დახმარების მანქანამდე მიიყვანეს.
სმოლნიდან მედიის წყაროს ცნობით, პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესება ცხელ ამინდს უკავშირდება.
როგორც მჟკ იტყობინება, ფანარის იერარქმა განმარტა, თუ რატომ იხსენებს ბართლომე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს ლიტურგიაზე.