ფანარიონის მეთაურს თურქეთისა და აშშ-ს სპეცსამსახურები დაიცავენ - მედია
უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის განმავლობაში მას ოცდაოთხი საათი დაიცავენ.
უკრაინაში ფანარიონის მეთაურს დაიცავენ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს, უუს-ს თანამშრომლები და ასევე თურქეთისა და აშშ-ს სპეცსამსახურები, გვატყობინებს „გლავკომი“.
ინფორმაცია რესურსს, რომელიც შეშფოთებულია კონსტანტინოპოლის პატრიარქზე უმე-ს მორწმუნეების მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობით, მიაწოდა ანონიმმა სპეციალისტმა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე.
მან აღნიშნა, რომ უმაღლეს რადაში, სადაც ჩატარდება უმე-ს მორწმუნეების დგომითი აქცია, ფანარიონის მეთაური შეიძლება არ შევიდეს კარიდან - „ამისათვის არის სპეციალური მიწისქვეშა შესასვლელები“.
მისი სიტყვებით, სტუმარს ოცდაოთხი საათის განმავლობაში დაიცავენ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს (სდს) და უუს-ს თანამშრომბლები, ხოლო კიევში „დადგინდება უსაფრთხოების ყველაზე მაღალი დონე“.
პატრიარქი ბართლომე წარმოადგენს თურქეთის მოქალაქეს. შესაბამისად, მას დაიცავს თურქეთის სპეცსამსახურები. ამავდროულად - ამერიკელებიც, რადგანაც მათ აქ თავიანთი ინტერესი გააჩნიათ“, - დაამატა რესურსის თანამოსაუბრემ.
ადრე, მჟკ წერდა, რომ მეუ-ს მიმართ ლოიალურად განწყობილი მის-ები „ერისკაცებს“ მიაწერენ ფანარიონის მეთაურზე თავდასხმის გეგმებს.