ხარკოვის ეპარქიაში მხარი დაუჭირეს ფლეშმობს ბართლომეს წინააღმდეგ
ხარკოვის ეპარქიის მორწმუნეები შეუერთდნენ სრულიად უკრაინის ფლეშმობს #შეჩერდიბართლომე.
ხარკოვში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საკათედრო ტაძართან ჩატარდა ფლეშმობი #შეჩერდიბართლომე უკრაინაში ფანარიონის მეთაურის ვიზიტის წინააღმდეგ, გვატყობინებს თავის ფეისბუქგვერდზე ხარკოვის ეპარქიის კლირიკოსი მღვდელმონაზონი დანიელ გავრილინი.
მღვდელმონაზონის სიტყვებით, მორწმუნეებმა სთხოვეს პატრიარქ ბართლომეს არ ჩამოსულიყო მათ მიწაზე, რადგანაც მისი გადაწყვეტილებებისა და უკრაინაში ანტიკანონიკური მოქმედებების გამო დაითესა შუღლი, სიძულვილი და გათიშულობა, იღვრება ცრემლები, სცემენ მართლმადიდებელ მღვდლებსა და ერისკაცებს და იტაცებენ ტაძრებს.
ადრე ფლეშმობი ფანარიონის მეთაურის ვიზიტის წინააღმდეგ მხარდაჭერილ იქნა უმე-ს სხვა ეპარქიებშიც. მაგალითად, მსგავსი აქციები ჩატარდა ტერნოპოლის, როვენის, ვინიცის, ოდესის ეპარქიებში.
როგორც მჟკ გვატყობინებდა, მის-ში აჩვენეს პროტესტი მთელს უკრაინაში ფანარიონის მეთაურის ვიზიტის წინააღმდეგ.