პატრიარქი ბართლომე - არასასურველი ადამიანი უკრაინაში - მეკ-ის აკადემიკოსი
აკადემიკოსმა პეტრე ტოლოჩკომ განმარტა მისი ხელმოწერა ცნობილი უკრაინელების ღია წერილზე ფანარიონის მეთაურისადმი მოწოდებით, არ ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში.
კონსტანტინოპოლის პატრიარქის მონაწილეობამ უკრაინაში არაკანონიკური მეუ-ს შექმნაში, ის აქცია არასასურველ ადამიანად ჩვენს ქვეყანაში, განაცხადა „რია ნოვოსტისთან“ კომენტარში უკრაინის მეკ-ის არქეოლოგიის ინსტიტუტის საპატიო დირექტორმა, ევროპის აკადემიის წევრმა პეტრე ტოლოჩკომ.
მეცნიერი პატრიარქ ბართლომეს მოქმედებებს უკრაინის საეკლესიო საქმეებში ჩარევის თაობაზე თვლის „თავხედურად და ბრუტალურად“. ამიტომაც, მან ხელი მოაწერა უკრაინის მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ცნობილი მოღვაწეეების ღია წერილს ფანარიონის მეთაურისადმი, მოწოდებით გადადოს ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, რომ ასეთი თავხედური, ბრუტალური ჩარევა ჩვენს საქმეებში პატრიარქ ბართლომეს ხდის არასასურველ და მიუღებელ ადამიანად უკრაინაში - განაცხადა მეკ-ის აკადემიკოსმა. - მე ხელი მოვაწერე ამ წერილს, რადგანაც მიმაჩნია, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ რამოდენიმე წლის წინ ჩვენთან, უკრაინაში შექმნა მეუ-ს ეკლესია უკანონოდ, ხალხისთვის კითხვის დასმის გარეშე“.
როგორც ადრე მჟკ იტყობინებოდა, ცნობილმა მართლმადიდებელმა უკრაინელებმა ღია წერილით მიმართეს ფანარიონის მეთაურს.