უკრაინელი ბავშვები მტრის ზიზღით უნდა იზრდებოდნენ, - კორჩინსკი

08 September 14:46
3630
დიმიტრი კორჩინსკი. ფოტო: скриншот видео Youtube.com დიმიტრი კორჩინსკი. ფოტო: скриншот видео Youtube.com

პოლიტიკოსის  აზრით, „ერის გადარჩენის“ გამო უნდა აიკრძალოს ბავშვების გამგზავრება უკრაინიდან.

უკრაინის ნაციონალური ასამბლეის-უკრაინის ნაციონალური თავდაცვის ექს-ლიდერმა, პარტია «Братство»-ს მეთაურმა, რადიკალმა დიმიტრი კორჩინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი ბავშვები  სირენების ხმაზე და მტრის ზიზღით უნდა იზრდებოდნენ, ის აგრეთვე თვლის, რომ  ყველა მოქალაქეს ქვეყნის შიგნით უნდა „აიძულონ უკრაინის სიყვარული“. „ერის გადარჩენის გამო აუცილებელია შეიზღუდოს ქვეყნიდან გამგზავრება არა მარტო სამხედროვალდებული მამაკაცებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვი, რომელიც გაემგზავრება, ის უკრაინაში აღარ დაბრუნდება. ისინი უკრაინელებად არ გაიზრდებიან“, - ხაზი გაუსვა მან.

მისი აზრით, თუ რომელიმე მოქალაქე ვერ იაზრებს, რომ აუცილებელია უკრაინის სიყვარული, ის უნდა აიძულონ.

„ჩვენ ვაიძულებთ მათ, რომ დარჩნენ აქ, ვაიძულებთ, რომ მონაწილეობა მიიღონ ფრონტის დაცვასა და მხარდაჭერაში. უკრაინელ ბავშვებს ურთიერთობაში არ უნდა ესმოდეთ პოლონური ან გერმანული ენა. ისინი სამხედრო განგაშის სირენების ხმით უნდა იზრდებოდნენ. ისინი აქ უნდა იზრდებოდნენ, უკრაინაში, მტრის ზიზღით. ისინი ჩვენი გმირებისა და სამოქალაქო მსხვერპლთა  დაკრძალვებს უნდა ესწრებოდნენ. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ძალიან მალე მათ მხრებზე  დააწვება პასუხისმგებლობა უკრაინაზე, როდესაც უფროსი თაობები დაიღუპება“, - განაცხადა კორჩინსკიმ.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მანამდე კორჩინსკი მოუწოდებდა ავტოკეფალიის მომხრეებს, რომ მათ „მღვდლებს წვერები სიყვარულით დაუწვან“. 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ