კიევ-პეჩერის ლავრაში მაზეპას ძეგლს დაუდგამენ
„კიევ-პეჩერის ლავრის“ ნაკრძალის დირექტორს მონასტრის ტერიტორიაზე აგრეთვე მაზეპას მუზეუმის გახსნა სურს.
კიევ-პეჩერის ლავრაში მალე გეტმან ივანე მაზეპას ძეგლს დაუდგამენ, მოქანდაკეთა ოლესი სიდორუკისა და ბორის კრილოვის პროექტის მიხედვით. ამის შესახებ იუწყება ყოფილი სახალხო დეპუტატი ნიკოლაი ტომენკო, რომელიც ლავრის ნაკრძალის დირექტორთან, მაქსიმ ოსტაპენკოსთან ერთად ძეგლის დადგმის ინიციატორია.
მონუმენტი შესრულებული იქნება კოლონაზე აღმართული ბიუსტის სახით, რომელიც მორთული იქნება მაზეპას გერბით - თავად კურცევიჩ-გედიმინოვიჩის სიმბოლოთი. ბიუსტი უკვე მზად არის თაბაშირში და უახლოეს მომავალში ჩამოისხმება ბრინჯაოში. ძეგლზე გეტმანი გამოსახულია აბჯრით და ანდრიას ლენტით, რაც შეესაბამება მის ისტორიულ პორტრეტს, რომელიც დნეპრის მუზეუმშია დაცული.
იუწყებიან, რომ ამ პროექტის ინიციატორთა გეგმებში აგრეთვე არის ივანე მაზეპას მუზეუმის გახსნა ონოფრეს (სადარბაზე) კოშკში, რომელიც მდებარეობს კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე.
როგორც მჟკ იუწყებოდა, 2023 წ. 11 ივნისიდან კიევ-პეჩერის ლავრაში მეუ-ს წარმომადგენლებმა დაიწყეს „პანაშვიდების გადახდა“ გეტმან ივანე მაზეპასთვის.