მედიაში აჩვენეს უკრაინაში გამართული პროტესტები ბართლომეს ვიზიტის წინააღმდეგ

19 August 2021 19:25
17
უმე-ს მორწმუნეები აპროტესტებენ უკრაინაში ფანარიონის მეთაურის ვიზიტს. ფოტო: скриншот с YouTube-канала «Першого Незалежного» უმე-ს მორწმუნეები აპროტესტებენ უკრაინაში ფანარიონის მეთაურის ვიზიტს. ფოტო: скриншот с YouTube-канала «Першого Незалежного»

უმე-ს მორწმუნეები უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ჩამოსვლის წინააღმდეგ გამოხატულ პროტესტს ხსნიან იმით, რომ მათთვის მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ იტაცებენ უმე-ს ტაძრებს.

2021 წლის 16 აგვისტოს უკრაინულმა მასმედიამ აჩვენა  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა პროტესტების  ვიდეოები კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში ჩამოსვლის წინააღმდეგ.

ვიდეორგოლში „მასიური პროტესტები უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ჩამოსვლის წინააღმდეგ“, რომელიც «Перши  Незалежни»-ს YouTube-არხზე გამოჩნდა, ჩანს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბევრ ეპარქიაში მორწმუნეები პროტესტს გამოთქვამენ ფანარის მეთაურის უკრაინაში ჩამოსვლის წინააღმდეგ.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერისკაცები თვლიან, რომ „ბართლომე - ჩვენი ეკლესიის განხეთქილებაა“ და  მის ჩამოსვლასთან დაკავშირებულ პროტესტს იმით ხსნიან, „რომ მათთვის მტკივნეულია მოსმენა და ყურება, თუ როგორ ანგრევენ ტაძრებს“.

ვიდეოში ჩანს ბართლომეს ჩამოსვლის წინააღმდეგ პროტესტის აქციები სუმსკის, ოდესის, ვოლინსკის, ჩერნიგოვსკის, ვინიცკის, კიროვოგრადის, კიევისა და ტერნოპოლის ეპარქიებში.

ფლეშმობი „ბართლომე, შენ ჩვენი მოწვეული არ ხარ“, მიმართული ფანარის მეთაურის უკრაინაში ჩამოსვლის წინააღმდეგ, ინიცირებულია ზაპოროჟიეს ეპარქიის ტაძრებში. ის ტარდება სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #СТОПВАРФОЛОМЕЙ. ინიციატივას მხარი დაუჭირეს ოდესის ეპატქიაში და მოუწოდეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა გულშემატკივარს, რომ შეუერთდნენ მას.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერნოპოლისა და როვენსკის ეპარქიებში აგრეთვე მხარი დაუჭირეს ფლეშმობს, რომელიც მიმართულია ფანარის მეთაურის ჩამოსვლის წინააღმდეგ.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს მოუწოდებენ აღიარონ თავისი რწმენა ფანარის მეთაურის წინაშე და 2021 წლის 21 აგვისტოს 11:00 მოვიდნენ უმაღლესი რადის შენობასთან კიევში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ