პოლონეთის ეკლესიის მეთაურმა უმე-ს წინამძღოლს ინტრონოზაციის დღე მიულოცა
მიტროპოლიტმა საბამ უნეტარეს ონოფრეს უსურვა გამკლავება ყველა სახის სირთულესთან, რომლებიც ხელს უშლიან წმინდა ეკლესიისა და უკრაინელი ხალხის ერთობის შენარჩუნებას.
2021 წლის 17 აგვისტოს პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარესმა მიტროპოლიტმა საბამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის 7 წლისთავი მიულოცა, იუწყება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.
მიტროპოლიტმა საბამ უნეტარეს ონოფრეს მიულოცა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტთა ტახტზე ასვლის მეშვიდე წლისთავი და ლოცვით მიმართა მწყემსთა მწყემსს უფალ იესო ქრიატეს, „რომ მოგმადლოთ თქვენ უძლიერესი კურთხევა ყველა სახის სირთულესთან გამკლავებისა, რომლებიც ახლობლებისგან და უცხოებისგან მომდინარეობენ და ხელს უშლიან წმინდა ეკლესიისა და უკრაინელი ხალხის ერთობის შენარჩუნებას“.
უამრავი სულიერი და ხორციელი ძალა. შეგეწიოთ უფალი, ძვირფასო მეუფე მიტროპოლიტო!“ - დაწერა პოლონეთის ეკლესიის წინამძღოლმა.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პატრიარქმა კირილემ უნეტარეს ონოფრეს ინტრონოზაციის დღე მიულოცა.