უნეტარესი ონუფრე ღვთის საჩუქარია უკრაინისთვის,- იოსებ ვათოპედელის შეგირდი
ათონზე აღფრთოვანებული იყვნენ უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრეს თავმდაბლობითა და მორჩილებით, თქვა ბერი ოისებ ვათოპედელის შეგირდმა.
ის, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას წინამძღვრად ჰყავს ბერი-მიტროპოლიტი, არის ღვთის საჩუქარი, უთხრა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არქიმანდრიტმა ნილმა (ადეზი) ოდესის საპატრიარქოს ინტერვიუში YouTube-არხზე.
არქიმანდრიტი ნილი- ევროპაში ცნობილი მეცნიერი, კანონიკური სამართლის პროფესორი, მოღვაწეობს იტალიაში. ადრე ის იყო ათონელი ბერი და სწავლობდა უხუცეს ბერთან იოსებ ვათოპედელთან.
უმე-ს წინამძღვრის შესახებ კითხვაზე მამა ნილმა თქვა, რომ ბერები წმინდა ათონის მთაზე გაოცებული იყვნენ უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის თავმდაბლობითა და მორჩილებით.
"მე ვფიქრობ, რომ ეს ჭეშმარიტად ღმერთის საჩუქარია უკრაინის ეკლესიისთვის- ამ დროს ყავდეს უხუცესი მიტროპოლიტი",- აღნიშნა არქიმანდრიტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში სწორი არჩევანი გააკეთეს, როდესაც აირჩიეს არა ადმინისტრატორი, არამედ ნამდვილი მლოცველი.
"თუ ჩენ ავირჩევთ, სტრატეგებს, პოლიტიკოსებს და არა მლოცველებს, ჩვენ ამგვარად ხელს შევუწყობთ ეკლესიის ნგრევას",- დარწმუნებულია არქიმანდრიტი ნილი.
როგორც მჟკ იუწყებოდა, კვიპროსის ეკლესიის იერარქმა მოუწოდა უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრისა და უმე-ს ერთგულებად დარჩნენ.