ვინიცკის ეპარქიაში მხარს უჭერენ ბართლომეს ვიზიტის წინააღმდეგ ფლეშმობს
ვინიცკის ეპარქიის მორწმუნეებმა მხარი დაუჭირეს უკრაინაში კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს ვიზიტის წინააღმდეგ მოწყობილ ფლეშმობს.
2021 წლის 15 აგვისტოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ვინიცკის ეპარქიის მორწმუნეებმა პროტესტი გამოთქვეს უკრაინაში კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს ვიზიტის წინააღმდეგ, იუწყება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.
იოსაფატის ველზე ღვთისმსახურების დროს ვინიცკის ეპარქიის მორწმუნეებს ხელში ეჭირათ პლაკატები, რომლებზეც ეწერა მათი დამოკიდებულება ფანარიონის მეთაურის უკრაინაში ვიზიტის გამო: „ბართლომე, შენ მშვიდობისმყოფელი კი არა, ქრისტეს ეკლესიის დამანგრეველი ხარ!“, „ბართლომე! ჩვენ შენ არ გელოდებით!“ და „ბართლომე! შენ მსოფლიო პატრიარქი კი არა, მსოფლიო ყაჩაღი ხარ!“.
ფლეშმობი „ბართლომე, შენ ჩვენი მოწვეული არ ხარ“, მიმართული ფანარიონის მეთაურის უკრაინაში ჩამოსვლის წინააღმდეგ, ინიცირებულია ზაპოროჟიეს ეპარქიის ტაძრებში. ის ტარდება სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #СТОПВАРФОЛОМЕЙ. ინიციატივას მხარი დაუჭირეს ოდესის ეპარქიაში და მოუწოდეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა გულშემატკივარს, რომ შეუერთდნენ მას.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერნოპოლისა და როვენსკის ეპარქიებში აგრეთვე მხარი დაუჭირეს ფლეშმობს ფანარიონის მეთაურის ჩამოსვლის წინააღმდეგ.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს მოუწოდებენ აღიარონ თავისი რწმენა ფანარიონის მეთაურის წინაშე და 2021 წლის 21 აგვისტოს 9:00 მოვიდნენ უმაღლესი რადის შენობასთან კიევში.