კიროვოგრადის ეპარქია შეუერთდა ბართლომეს ვიზიტის საწინააღმდეგო ფლეშმობს
სულ უფრო მეტი მართლმადიდებელი მთელ უკრაინაში გამოხატავს პროტესტს კონსტანტინოპოლის პატრიარქის ჩამოსვლის წინააღმდეგ.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიროვოგრადის ეპარქია შეუერთდა ფლეშმობს „ბართლომე, შენ ჩვენი მოწვეული არ ხარ, ჩვენ შენ არ გელოდებით!“.
ფოტოები, რომლებიც ასახავენ მორწმუნეთა პოზიციას სამრევლოებში, გამოაქვეყნა ეპარქიის პრეს-სამსახურმა.
„მართლმადიდებელი მორწმუნეები ითხოვენ, რომ მათ მიწაზე არ ჩამოვიდეს თურქეთის მოქალაქე, პატრიარქი ბართლომე, რომელიც მათი სახელით მოიწვიეს უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავის აღსანიშნავად, რადგან მისი კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებისა და უკრაინაში უაზრო ქმედებების გამო დათესილია მტრობა, ზიზღი და განხეთქილება, იღვრება ცრემლი, მართლმადიდებელ მღვდლებს ცემენ, ტაძრებს იტაცებენ...“ - ნათქვამია განცხადებაში.
ფლეშმობი „ბართლომე, შენ ჩვენი მოწვეული არ ხარ“, მიმართული ფანარიონის მეთაურის უკრაინაში ჩამოსვლის წინააღმდეგ, ინიცირებულია ზაპოროჟიეს ეპარქიის ტაძრებში. ის ტარდება სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #СТОПВАРФОЛОМЕЙ. ინიციატივას მხარი დაუჭირეს ოდესის, ტერნოპოლის, როვენსკის, ვინიცკისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებში.