ალექსანდრიის პატრიარქი მეუ-ს მეთაურს "მტკიცედ უჭერს მხარს"
პატრიარქი თეოდორე, რომელიც ადრე უნეტარეს ონუფრის უწოდებდა უკრაინის ერთადერთ კანონიკურ წინამძღვარს, გამოხატა თავისი მხარდაჭერა მეუ-ს მეთაურის მიმართ და წარმატება უსურვა.
2021 წლის 13 აგვისტოს ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორემ განუცხადა ეპიფანე დუმენკოს თავისი "მტკიცე მხარდაჭერის" შესახებ, იუწყება მეუ-ს პრეს-სამსახური.
ამაზე მან თქვა პატრიარქ ბართლომესთან და მეუ-ს მეთაურთან ერთად ღვთისმსახურების შემდეგ იმბროსში (თურქეთი).
"როგორც მეორე და სამოციქულო სატახტომ ჩვენ მივყევით მსოფლიო პატრიარქის , წინამძღვართაგან პირველის გადაწყვეტილებას, და მყარად ვუჭერთ მხარს თქვენს უნეტარესობას, როგორც წინამძღვარს,ყველაფერში წარმატებების სურვილით",- მეუ-ს რესურსმა პატრიარქ თეოდორეს დუმენკოს მისამართით ნათქვანი სიტყვების ციტირება მოახდინა.
ამ მოვლენის სამახსოვროდ ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურმა გადასცა ეპიფანეს პანაგია წმინდა ოჯახის ეგვიპტეში გაქცევის გამოსახულებით, ხოლო მეუ-ს მეთაურმა განაცხადა, რომ "ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა ინახება თქვენს მოსიყვარულე გულში და ყოველთვის მოხარული ვიქნებით თქვენ, უნეტარესო მეუფე მიგიღოთ ჩვენთან".
ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე ჩამოვიდა უკრაინაში 2018 წლის სექტემბერში. მაშინ ოდესის ფერიცვალების უმე-ს ტაძარში, მან მოუწოდა მორწმუნეებს " დარჩნენ მართლმადიდებელი რწმენის ერთგულებად, დარჩნენ კანონიკურ ეკლესიაში" და აღნიშნა, რომ უკრაინაში კანონიკური ეკლესიის მეთაური უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრია.