უმე-ს წევრებმა განმარტეს, ბართლომესთან შეხვედრა რატომ არის მნიშვნელოვანი

17 August 2021 01:25
15
უმე-ს მორწმუნეების ლოცვით დგომა უმაღლეს რადასთან 15.06.21. ფოტო: СПЖ უმე-ს მორწმუნეების ლოცვით დგომა უმაღლეს რადასთან 15.06.21. ფოტო: СПЖ

პატრიარქმა ბართლომემ უნდა გაიგოს სიმართლე უკრაინის საეკლესიო ვითარების შესახებ და შეხედოს თვალებში იმათ, ვისაც ის იგნორირებას უკეთებს- უმე-ს მორწმუნეებს.

საზოგადოებრივ გაერთიანება "მირიანეში" განმარტეს, რატომ არის მნიშვნელოვანი მოსვლა 2021 წლის 21 აგვისტოს კიევში უმაღლესი რადას შენობასთან, რათა მოითხოვონ  კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესთან შეხვედრა.

ფანარიონის მეთაურის ჩამოსვლის წინააღმდეგ  საპროტესტო გამოსვლების გაგრძელება უკვე უაზრობაა, რამდენადაც ცნობილია, რომ ის აუცილებლად იქნება კიევში, აღნიშნეს უმე-ს მორწმუნეებმა.

ამიტომ, განმარტეს "მირიანელებმა" თავის ტელეგრამ-არხზე, " გაცილებით ჭკვიანურია მისი მოწვევა იმ ადამიანებთან შესახვედრად, ვინც მისი ცრუ "მკურნალობით" თავისი ტაძრები დაკარგა. ის ვალდებულია შეხედოს მათ თვალებში და გადაწყვიტოს მათი პრობლემები".

"შეხვედრაზე ჩვენი მოწოდება  პატრიარქ ბართლომეს აყენებს რთული არჩევანის წინაშე: თუ მისი სინდისი სუფთაა და ის ასე ნამდვილად განიცდის უკრაინელი მორწმუნეების ბედს, როგორ ამას ამბობს ყველგან, ის მოვა და ჩვენგან მოისმენს მთელს სიმართლეს,-  ნათქვამია შეტყობინებაში. - და ამის შემდეგ ის ვერ გააგრძელებს თავის წინანდელ პოლიტიკას. თუ ფანარიონის მეთაური "თავის სამწყსოს" (როგორც ის გვიწოდებს) ყურადღებას არ მოგვაქცევს, ამით მთელი სამყაროს წინაშე  ნათლად  დაადასტურებს საკუთარი რიტორიკის  თვალთმაქცობას".

ზოგიერთების შეშფოთების კომენტირებისას,  რომ ინფორმაცია იმაზე, თითქოსდა უმე-ს ლოცვა შეიძლება შემოატრიალონ და წარმოაჩინონ როგორც პატრიარქ ბართლომეს მხარდამჭერი აქცია, მირიანელებმა აღნიშნეს, რომ ეს არ გამოუვათ:  მორწმუნეებს ექნებათ პლაკატები უნეტარესი ონუფრის სურათებით, წართმეული ტაძრებისა და ნაცემი მრევლის გამოსახულებებით.

"და რაც მთავარია- ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება ჩვენს ეკლესიას და ჩვენს წინამძღვარს- უნეტარეს ონუფრის. ფანარიონმა განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია თითქოსდა არ არსებობს, ხოლო მიტროპოლიტი ონუფრი- არ არის კიევის მიტროპოლიტი. ყველაფერი რაც დარჩა უკრაინაში-ეს რმე-ს ნარჩენებია. 

ამიტომ ახლა ჩვენ უნდა გავხდეთ ეკლესიის ხმა და მტკიცედ ვუთხრათ ბართლომეს- ჩვენ ვართ, ჩვენი ეკლესიაა უმე, ჩვენი წინამძღვარია კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონუფრი.  ხოლო ის, რასაც აკეთებს ფანარიონი და მისი აღზრდილები "მეუ"-დან, ეს არაკანონიერია, თავხედური და  არავითარი საერთო არა აქვს მართლმადიდებლობასთან . არ შეიძლება ჩვენი "არ დანახვა", არ შეიძლება ჩვენი იგნორირება.

ჩვენ დავდგებით ჩვენი რწმენის და ჩვენი წინამძღვრის - უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრის, უმრავლესობა მართლმადიდებელი უკრაინელის კანონიკური ეკლესიის - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის  დასაცავად",-აღნიშნეს მორწმუნეებმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ უმე-ს მორწმუნეებს მოუწოდებენ დაადასტურონ თავისი რწმენა ფანარიონის მეთაურის წინაშე და მოვიდნენ 2021 წლის 21 აგვისტოს 9:00 საათზე უმაღლესი რადას შენობასთან კიევში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ