ტერნოპოლში ბართლომეს ჩამოსვლის საწინააღმდეგო ფლეშმობს მხარი დაუჭირეს

17 August 2021 01:50
8
უმე-ს ტერნოპოლის ეპარქიის მორწმუნეები. ფოტო: Facebook/Иона Черепанов უმე-ს ტერნოპოლის ეპარქიის მორწმუნეები. ფოტო: Facebook/Иона Черепанов

უკრაინაში ფანარიონის  მეთაურის ჩამოსვლის წინ ფლეშმობს "ბართლომე, ჩვენ შენთვის არ დაგვიძახია" უერთდება სულ უფრო მეტი მორწმუნე უმე-ს სხვადასხვა ეპარქიებიდან.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერნოპოლის ეპარქიაში კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში ჩამოსვლის საწინააღმდეგო ფლეშმობს მხარი დაუჭირეს .

სურათები, სადაც მორწმუნეები დგანან პლაკატებით "ბართლომე, ნუ დაარღვევ ჩვენს მშვიდობას", "ჩვენ გვყავს ჩვენი ეკლესიის წინამძღვარი-სხვა ჩვენ არ გვჭირდება" და სხვ., გამოაქვეყნა თავის Facebook გვერდზე  უმე-ს ახალგაზრდობის საკითხებში სინოდის განყოფილების ხელმძღვანელმა, კიევის  წმინდა სამების სახელობის იონას მონასტრის წინამძღვარმა, არქიეპისკოპოსმა ობუხოვსკი იონამ (ჩერეპანოვი).

"ეკლესიის ადამიანები. ტერნოპოლის ეპარქია. მათ იციან, როგორია პატრიარქ ბართლომეს სიყვარულის ნაყოფი",-  დაწერა პუბლიკაციაში   მღვდელმსახურმა.

ფლეშმობი "ბერთლომე, ჩვენ შენთვის არ დაგვიძახია", რომელიც მიმართულია ფანარიონის მეთაურის უკრაინაში ჩამოსვლის საწინააღნდეგოდ, გაასაჯაროვეს ზაპოროჟიეს ეპარქიის ტაძრებში. ის გადის სოციალურ ქსელებში ჰეშტეგით სტოპბართლომე. ინიციატივას მხარი დაუჭირეს ოდესიის ეპარქიაში, სადაც  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის  ყველა  გულშემატკივარ მორწმუნეს გაერთიანებისკენ მოუწოდეს.

ასევე მჟკ წერდა, რომ უმე-ს მორწმუნეებს მოუწოდებენ დაადასტურონ  თავისი რწმენა ფანარიონის მეთაურის წინაშე და მოვიდნენ 2021 წლის 21 აგვისტოს 9:00 -ზე უმაღლესი რადას შენობასთან კიევში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ