ოდესაში თავდამსხმელმა ტაძრის საკურთხევლის დაწვა სცადა
ოდესის პოლიციამ ტაძრის წამკიდებელი დააკავა.
ოდესის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ტაძრის გადაწვას ცდილობდა. კრიმინალმა ვერ შეძლო თავისი გეგმის შესრულება. დაკავებულს ბრალი წაუყენეს და ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მომხდარის შესახებ პოლიციას ტაძრის წინამძღვარმა შეატყობინა. სამართალდამცავებმა დამნაშავის იდენტიფიცირება მოახდინეს და ოდესის იმავე რაიონში, მის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს დააკავეს. ეჭვმიტანილი 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი აღმოჩნდა.
გაირკვა, რომ მან ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან იყიდა ხსნარი, შევიდა ტაძარში, დარბაზის პერიმეტრზე სითხე დაღვარა, რამდენიმე ბანკნოტს ცეცხლი წაუკიდა და იატაკზე დააგდო. ბანკნოტები დაიწვა და ჩაქრა. ამ დროს ოთახში ტაძრის მსახური შემოვიდა. ბოროტმოქმედმა ის წააქცია და გაიქცა. თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
„პროცესის ფარგლებში დაინიშნება რამდენიმე ექსპერტიზა, მათ შორის ეჭვმიტანილის შერაცხადობის შემოწმება. საქმეზე პროცედურულ მენეჯმენტს ახორციელებს ქალაქ ოდესის პრიმორსკის რაიონული პროკურატურა“, - თქვა პეტრ ჩეფარლიჩოვმა, ოდესის ოლქის პოლიციის მე-5 განყოფილების N 1 საგამოძიებო ნაწილის უფროსმა.
როგორც მჟკ იტყობინება, ოდესაში უმე-ს მამათა მონასტერს მეხი დაეცა.