ს.პოვჩაში აკურთხეს ნაკვეთი უმე-ს ტაძრის ასაშენებლად მიტაცებულის ნაცვლად

13 August 2021 20:20
28
სოფელ პოვჩეში აკურთხეს მიწის ნაკვეთი ტაძრის ასაშენებლად. ფოტო: СПЖ სოფელ პოვჩეში აკურთხეს მიწის ნაკვეთი ტაძრის ასაშენებლად. ფოტო: СПЖ

უკვე მომავალ კვირას ს. პოვჩაში გეგმავენ მიწის სამუშაოების დაწყებას და ახალი ტაძრისთვის საფუძვლის ჩასხმას.უმე დევნილი გაერთიანების წინამძღვარი ა.სტუპნიცკი ლოცვებს ითხოვს.

2021 წლის 10 აგვისტოს, როვენსკისა და ოსტროჟსკის მიტროპოლიტ ბართლომეს ლოცვა-კურთხევით, როვენსკის ოლქის სოფელ პოვჩაში აკურთხეს მიწის ნაკვეთი, სადაც გეგმავენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ტაძრის აღმართვას. ამის შესახებ იუწყება მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კორესპონდენტი. 

კურთხევის წესი აღასრულა დეკანოზმა ანატოლი ბოგდანოვმა - მშენებლობის ერთ-ერთმა ინიციატორმა.

სოფელ პოვჩას რელიგიური გაერთიანების მხარდასაჭერად ამ დღეს   მეზობელი დასახლებული პუნქტებიდან კლირიკოსები ჩამოვიდნენ.

მორწმუნეები ყვებოდნენ, რომ სახლი, სადაც ისინი იძულებულები იყვნენ ელოცათ უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეების მიერ მათი, წმინდა სამების ტაძრის მიტაცების შემდეგ, ავარიულ მდგომარეობაშია. გარდა ამისა, სოფლის საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ წაიღო საეკლესიო სახლის საბუთები და ახლა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებას არ შეუძლია დაამტკიცოს საკუთრების უფლება შენობაზე, სადაც ლოცულობს. 

„ხალხმა საკმარისი ფული შეაგროვა და გადაწყვიტა აშენება, - ყვებოდა მამა ანატოლი. - საქმე მხოლოდ მიწის ნაკვეთში იყო. თუმცა გამოჩნდა კეთილი ადამიანი, ნიკოლაი მოროზიუკი, მან შემოგვწირა თავისი მიწა“. 

უკვე მომავალ კვირას პოვჩაში იგეგმება მიწის სამუშაოების ჩატარება და საფუძვლის ჩასხმა. 

მრევლის ახალი წინამძღვარი, მღვდელი ანდრია სტუპნიცკი, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნილ გაერთიანებას მფარველობს, ყველა გულშემატკივარს თხოვს ილოცოს იმისთვის, რომ მორწმუნეებმა უპრობლემოდ შეძლონ აიხდინონ  ოცნება ახალ ტაძარზე. 

წმინდა სამების სახელობის ტაძარი სოფელ პოვჩაში მიიტაცეს 2019 წელს. კონფლიქტი ტაძრის გარშემო თითქმის ხუთი წელი გრძელდებოდა, სანამ სოფლის საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ არ გამოართვა გასაღები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიურ გაერთიანებას.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ როვენსკის ოლქის სოფელ ბუშჩაში აკურთხეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარი, რომელიც ააშენეს მიტაცებულის ნაცვლად.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ