ოდესის უმე-ს ეპარქია მხარ უჭერს ფლეშმობს ბართლომეს ვიზიტის წინააღმდეგ

14 August 2021 19:10
4
ოდესის ეპარქიის მორწმუნეები შეუერთდნენ ფლეშმობს #შეჩერდიბართლომე. ფოტო: тг-канал Одесской епархии ოდესის ეპარქიის მორწმუნეები შეუერთდნენ ფლეშმობს #შეჩერდიბართლომე. ფოტო: тг-канал Одесской епархии

ცნობილ პოტემკინის კიბეზე დგომისას, მართლმადიდებლებმა ფანარიონის მეთაურს მოუწოდეს არ ჩამოვიდეს უკრაინაში,სადაც მან თავისი გადაწყვეტილებებით  სიძულვილი და ბოროტება დათესა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ოდესის ეპარქია შეუერთდა ფლეშმობს „ბართლომეს, ჩვენ არ გვიხმია შენთვის“.

ვიდეო გამოქვეყნდა ეპარქიის იუთუბ-არზე ხუთხშაბათს, 12 აგვისტოს.

„ჩვენ, ქალაქ ოდესის მართლმადიდებლები, ვიმყოფებით აქ, ისტორიულ ადგილას - ცნობილ პოტემკინის კიბეზე. ჩვენგან მარჯვნივ არის სტამბულის პარკი, მარცხნივ - ცნობილი ბერძნული პარკი. და ჩვენ, მართლმადიდებლები გთხოვთ არ ჩამოხვიდეთ ჩვენს მიწაზე, რადგანაც თქვენი არაგონივრული გადაწყვეტილებებით თქვენ დათესე მტრობა, შუღლი, ადამიანები ცრემლებს ღვრიან ჩვენს მიწაზე.

ამიტომაც, გთხოვთ, თუ თავს სამყაროს მამად მიიჩნევთ, შეინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში იმით, რომ სახლში დარჩებით. პატრიარქო ბართლომე, ჩვენ არ გელოდებით შენ!“ - მიმართეს ფანარიონის მეთაურს ოდესის ეპარქიის მორწმუნეებმა.

ეპარქიაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს მოუწოდეს შეერთებოდნენ სრულიად უკრაინის ფლეშმობს.

ადრე მჟკ წერდა, რომ ზაპოროჟიის ეპარქიის ტაძრებში მოახდინეს ფლეშმობის ინიცირება უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის წინააღმდეგ. ფლეშმობი ტარდება სოცქსელებში ჰეშთეგით „შეჩერდიბართოლომეოს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ