განაცხადი „გაკმინდეთ ხმა“ - არაქრისტიანულია - უმე-ს იერარქი
მიტ. ბარსონოფმა კომენტარი გაუკეთა კონსტანტინოპოლის იერარქის სიტყვებს, რომელმაც უმე-ს ეპისკოპოსებისგან მოითხოვა „ხმის გაკმენდა და ხელების შორს დაჭერა პატრიარქისგან“.
განაცხადი, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიამ „მადლი გვიბოძა“ და ახლა აქვს უფლება უმე-ს ხმა გააკმენდინოს - არაა არც მეგობრული და არც ქრისტიანული. ამის შესახებ განაცხადა ვინიცკისა და ბარსის მიტროპოლიტმა ბარსონოფიმ (სტოლიარი) მჟკ-ს კომენტარში ჩეჩელნიცის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მონასტრის დღესასწაულზე.
იერარქმა აღნიშნა, რომ როცა წაიკითხა დერკიის მიტროპოლიტ აპოსტოლის სიტყვები, „არც კი დაიჯერა, რომ ამის თქმა შეეძლო ეკლესიის იერარქს - იმდენად მკვახედ და გამომწვევად ჟღერს ეს“.
„დიახ, კონსტანტინოპოლის ეკლესიას აქვს უდიდესი ისტორია, მაგრამ იმის განცხადება, რომ მათ „მადლი გვიბოძეს“ და ახლა უფლება აქვთ ხმა გაგვაკმენდინონ, არც ძმურია და არც ქრისტიანული. ეთიკურიც კი არაა ასეთი სიტყვების გამოყენება იერარქისთვის“, - განაცხადა მან.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია პასუხებს გასცემს ამ სიტყვებზე, დაამატა ვინიცკის მღვდელმთავარმა.
„ჩვენ განვიცდით განხეთქილებას საზოგადოებაში, მიტაცებულ ტაძრებს, ჩვენი მორწმუნეების ცემას. ამის მოწმე ვარ. პირადად თავს მესხმოდნენ „ეკლესიის“ აქტივისტები, რომელთაც მხარს უჭერს კონსტანტინოპოლი. ბართოლომეოსმა მოახდინა უკანონო „იერარქების“ ლეგალიზება, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ბარსონოფიმ.
შეგახსენებთ, ადრე რმე-ში აღნიშნეს, რომ დერკიის მიტროპოლიტის სიტყვების მიხედვით, ფანარიონი თავს გრძნობს ფაბრიკად, რომელმაც ქრისტიანების „წარმოების პატენტი“ მიიღო.