ზელენსკი მოქმედებს თურქეთის მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, - პოლიტოლოგი უმე-ს აკრძალვის შესახებ

22 August 14:46
2374
ვოლოდიმერ ზელენსკი და პატრიარქი ბართლომეოსი. ფოტო: president.gov.ua ვოლოდიმერ ზელენსკი და პატრიარქი ბართლომეოსი. ფოტო: president.gov.ua

ბონდარენკომ აღნიშნა, რომ უკრაინაში ფანარიონის საეგზარქოსოს შექმნა ხელს არ შეუწყობს უკრაინაში კონფესიათა შორის მშვიდობას.

პოლიტოლოგმა და ისტორიკოსმა კონსტანტინე ბონდარენკომ ალექსანდრე შელესტთან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვაზე და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები იწვევს კანონიკური სამართლის დარღვევას. „ახლა უკრაინაში რამდენიმე იურისდიქციაა, მაგრამ თუ ზუსტ კანონიკურობაზე ვილაპარაკებთ, ყოველგვარი პირობითობის გარეშე, კანონიკურად შეიძლება მხოლოდ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ჩაითვალოს. ახლა ნებისმიერი გამოხტომა უმე-ს წინააღმდეგ - კანონიკური სამართლის წინააღმდეგ გამოხტომაა“, - აღნიშნა ბონდარენკომ.

მან აგრეთვე გააკრიტიკა პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი იმიტომ, რომ ის ინფორმაციას აწვდიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს უკრაინის რელიგიურ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ და ამას „ველურობა“ უწოდა. მისი სიტყვებით, თურქეთის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ბართლომე არის სტამბულის მართლმადიდებლური გაერთიანების მეთაური და ის, როგორც სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირი,  თურქეთის რესპუბლიკის კანონებს ემორჩილება. „სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტი ზელენსკი ინფორმაციას აწვდის და ანგარიშს აბარებს თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სამსახურში მყოფ პირს... იმის შესახებ, თუ რა მოიმოქმედა მან უკრაინის ტერიტორიაზე ამ სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ხაზი გაუსვა ბონდარენკომ.

პოლიტოლოგმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ბართლომე ცდილობს შექმნას უკრაინაში კონსტანტინოპოლის ეკლესიის საეგზარქოსო და თავის იურისდიქციაში მოაქციოს მთელი რიგი ტაძრები, რაც გამოიწვევს მღვდლებზე და იერარქებზე ზეწოლას უუს-ის საშუალებით. „არ გსურთ მეუ-ში? - მიბრძანდით საეგზარქოსოში. ეს კიდევ ერთი იურისდიქციაა, რომელიც გამოიწვევს ქაოსს და ნამდვილად არ შეუწყობს ხელს უკრაინაში კონფესიათა შორის მშვიდობას“, - განაცხადა ბონდარენკომ.

თავის კომენტარში ბონდარენკომ აგრეთვე მიაქცია ყურადღება განსხვავებას მართლმადიდებელ და კათოლიკურ სამყაროს შორის და ხაზი გაუსვა, რომ მართლმადიდებლებს არ ჰყავთ „პაპი“, რომელსაც შეიძლება მთელ მართლმადიდებლურ სამყაროზე ჰქონდეს გავლენა. „მსოფლიო პატრიარქი - ის პირველია თანასწორთა შორის. მას არ შეუძლია მითითებები მისცეს სხვა პატრიარქებს“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა. თუმცა, დაწყებული 2016 წლიდან, მისი სიტყვებით, პატრიარქ  ბართლომეს აქვს მცდელობები, რომ ჩაერიოს სხვა მართლმადიდებელ ეკლესიათა საქმეებში, რამაც გაუგებრობა და დაძაბულობა გამოიწვია.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ზელენსკი ფანარიონის მეთაურს „სულიერი დამოუკიდებლობის“ გაძლიერებაზე ესაუბრებოდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ