უკრაინაში ვიზიტი ბართლომეს,როგორც სულიერი ლიდერის სტატუსს დაწევს,- ექსპერტი
უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილეზე ვ. ზელენსკის მიერ პატრიარქ ბართლომეს მოწვევასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე კომენტარს აკეთებს სამართალდამცავი ვალენტინ რიბინი.
თუ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე პრეზიდენტის მოწვევას მიიღებს და უკრაინაში ჩამოვა, ეს მის, როგორც სულიერი ლიდერის დონეს დაწევს. ეს თვალსაზრისი გამოთქვა ცნობილმა კიეველმა სამართალდამცავმა ვალენტინ რიბინმა იანა ტოკსიურას პროგრამაში „რწმენის უფლება“.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს მეთაურს სულიერი ლიდერის მოწვევის უფლება უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლის დღესასწაულზე, ექსპერტმა უპასუხა, რომ „ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ზელენსკის შეუძლია მოიწვიოს ყველა, ვისი მოწვევაც სურს, თუ ეს დაშვებულია შესაბამისი პროტოკოლით და შეესაბამება იმ ღონისძიების სულისკვეთებას, რომელიც უნდა ჩატარდეს“.
მაგრამ ამა თუ იმ კონფესიის სულიერი ლიდერის მოწვევა „იწვევს სახელმწიფოსა და რელიგიას შორის ურთიერთობების ჩაკეტვას“, - დაამატა მან.
გარდა ამისა, თვლის ვალენტინ რიბინი, პრეზიდენტის დონე ამით არ ამაღლდება, ხოლო „სულიერი ლიდერის დონე, რომელიც პრეზიდენტის მოწვევას იღებს, გარკვეულწილად დაბლა იწევს“.
„სულიერმა ლიდერმა ხომ ზუსტად იცის ეკლესიასა და ხალხს შორის, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დამოკიდებულების შესახებ. ჯერ ერთი, ყველაზე საინტერესოა საკითხის განხილვა ბართლომეს თანხმობის პრიზმაში, რომ ჩამოვიდეს უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით“, - განმარტა მან.
ექსპერტის აზრით, ამ ვიზიტისგან არ უნდა ველოდოთ რაღაც დადებით შედეგს და ამასთან დაკავშირებით ჩნდება ერთი კითხვა: „ნუთუ სულიერი ლიდერის ქმედებები შეიძლება იყოს მიმართული ეკლესიასა და ადამიანს შორის ურთიერთობის გაუარესებაზე?“.
მანამდე უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში იუწყებოდნენ, რომ მისი ოფიციალური წარმომადგენლები არ მიიღებენ მონაწილეობას ღონისძიებებში, სადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი დაესწრება.