რმე-ში კომენტარი გააკეთეს ფანარიონის იერარქის მოთხოვნაზე გააჩუმონ უმე

06 August 2021 12:32
17
ვლადიმერ ლეგოიდა. ფოტო: diaconia.ru ვლადიმერ ლეგოიდა. ფოტო: diaconia.ru

თავისი იერარქების განცხადებების მიხედვით, ფანარი ფაბრიკასავით გრძნობს თავს, რომელსაც აქვს „პატენტი“ ქრისტიანთა „წარმოებაზე“, აღნიშნეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში.

კიდევ კარგი, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, რომლის იერარქმა გაჩუმება მოთხოვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებს, არ თხოვს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ჯვრის მაგივრად ატაროს წარწერა „დამზადებულია ფანარში“, დაწერა თავის тг-არხზე რუსეთის მართლმადიდებელი  ეკლესიის ეკლესიის  საზოგადოებასა და მასმედიასთან  ურთიერთობის სინოდალური განყოფილების უფროსმა ვლადიმერ ლეგოიდამ. 

ლეგოიდამ უპასუხა დერკის მოციქულის მიტროპოლიტის სიტყვებს, რომელმაც მოთხოვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებს „გაჩუმდნენ და ხელი არ ახლონ იმათ მემკვიდრეს, ვინც თქვენ ქრისტიანებად გაქციათ“.

„ფრაზის საღვთისმეტყველო ინტერპრეტაცია „ქრისტიანებად გაქციათ“, რომელიც გამოცემის ინგლისურ თარგმანში ჟღერს როგორც "made you Christians", იერარქის სინდისზე იყოს, - დაწერა რუსეთის მართლმადიდებელი  ეკლესიის სპიკერმა. - თუმცა ფანარის თვითშეგრძნება, როგორც ერთგვარი ფაბრიკის, რომელმაც, უნდა ვივარაუდოთ, მიიღო რაღაც „პატენტი“ ქრისტიანთა „წარმოებაზე“, ფრიად ნიშანდობლივია“. 

ფანარი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიას აღიქვამს როგორც საკუთარ ნაწარმს, რომელსაც ერთი ხელის მოწერით შეიძლება წუნის ნიშანი მიაკუთვნო, აღნიშნა ლეგოიდამ, რომელიც, ეტყობა, ტომოსს გულისხმობდა.  

„ახლა კი „მწარმოებელი“ თავაზობს თავის „ნაწარმებს“, რომლებსაც შემთხვევითი ხელმოწერით წუნის ნიშანი მიაკუთვნეს, მიიღონ „მორჩილებისა და თავმდაბლობის“ პოზა.

კიდევ კარგი, რომ ჯვრის მაგივრად ჩვენ, რუსეთის მართლმადიდებელი  ეკლესიის შვილებს, არ გვთხოვენ ვატაროთ წარწერა „დამზადებულია ფანარში“, - ირონიით ამბობს რუსეთის მართლმადიდებელი  ეკლესიის წარმომადგენელი. 

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყება, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა განაცხადა, რომ ფანარის მეთაურთან დაკავშირებულ  ღონისძიებებზე  არ იქნებიან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ