პოჩაევოს ხატის გადაბრძანებას ათასობით მორწმუნე ესწრებოდა
მიტროპოლიტმა ვლადიმირმა უხელმძღვანელა მრავალათასიან ჯვაროსნულ მსვლელობას პოჩაევოს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატთან ერთად ურლიას საზღვრიდან.
2 აგვისტოს ათასობით მომლოცველმა იერარქების მეთაურობით პოჩაევოს ლავრის ბერებთან ერთად გაიარეს ჯვაროსნული მსვლელობით გზაზე, რომელზეც 400 წლის წინ გადაბრძანებულ იქნა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, იუწყება მონასტრის საიტი.
ჯვაროსნულ მსვლელობას უხელმძღვანელა პოჩაევოს ლავრის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა და პოჩაევოს სასლიერო სემინარიის რექტორმა, არქიეპისკოპოსმა იობმა. ლოცვით მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ათასმა მომლოცველმა.
სასულიერო პირები და მორწმუნეები ლოცულობდნენ მემორიალურ ჯვართან, სადაც ადრე იყო ანა გოისკაიას სამფლობელო. ამ მდიდარ მემამულე ქალთან სასწაულმოქმედი ხატი ინახებოდა პოჩაევოს მონასტერში გადაბრძანებამდე. 1997 წელს ლავრამ აღნიშნა ამ მოვლენის 400-წლისთავი და მას შემდეგ წარმოიშვა ჯვაროსნული მსვლელობის ტრადიცია ურლიას ადგილიდან პოჩაევოში.
მორწმუნეებმა გაიარეს 13 კილომეტრი კანონების, დაუჯდომლების კითხვითა და ღვთისმშობლისა და წმინდანების მიმართ გალობით. პოჩაევოს ლავრაში მოსვლის შემდეგ ჩაატარდა ლოცვა უსპენსკის ტაძარში. შემდგომ მომლოცველებს შესაძლებლობა მიეცათ სასწაულმოქნედი ხატისთვის თაყვანი ეცათ.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ტერნოპოლის ეპარქიაში ჩატარდა ჯვაროსნული მსვლელობა ღირსი ამფილოხის მშობლიურ სოფელში.