უმე-ში გამოაქვეყნეს პოჩაევში ბერ-მონაზვნების ყრილობა

03 August 2021 23:10
16
ბერ-მონაზვნების ყრილობა პოჩაევში. ფოტო: news.church.ua ბერ-მონაზვნების ყრილობა პოჩაევში. ფოტო: news.church.ua

უმე-ს ბერ-მონაზონთა ყრილობის მომხსენებელთა გამოსვლები, რომელიც 15 ივლისს შედგა, ხელმისაწვდომია ვიდეოფორმატში.

უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში წარმოადგინეს მოხსენებების ვიდეოჩანაწერი, რომელიც მიძინების სახელობის პოჩაევის ლავრაში ბერ-მონაზონთა ყრილობაზე გაჟღერდა.

ფორუმის მონაწილეთა გამოსვლების ვიდეო, რომელიც შედგა 2021 წლის 15 ივლისს, გამოქვეყნდა ლავრას YouTube-არხზე. ხსნის გზა.

ყრილობის ფარგლებში გამოვიდნენ:

  • ყრილობის თავმჯდომარე, მიძინების სახელობის კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღოლი, უმე-ს მონასტრების საქმეთა სინოდალური საქმეების მეთაური ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტი პავლე: „ბერ-მონაზვნობის როლი და მნიშვნელობა ადამიანის სულის ცხონებაში“;
  • მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ქალთა მონასტრის წინამძღოლი ოდესაში, იღუმენია სერაფიმა (შევჩიკი): „ბერ-მონაზვნობა - კანონიკური მართლმადიდებლობის ბურჯი“;
  • კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, ბელოგოროდის ეპისკოპოსი სილვესტრი: „სიტუაცია მსოფლიო მართლმადიდებლობაში უკრაინაში პატრიარქ ბართოლომეოსის მოქმედებების შედეგად და უმე-ს ბერ-მონაზვნების შესაძლო წვლილი მის გადასაწყვეტად“;
  • უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატუ ანდრეი დერკაჩი: „საფრთხე მართლმადიდებლობისთვის“;
  • პოჩაევის ლავრის წინამძღოლი, პოჩაევის მიტროპოლიტი ვლადიმირი: „ბერმონაზვნობა თანამედროვე სამყაროში“ (ვიდეოჩანაწერი არაა, -რედ.);
  • მიძინების სახელობის ზიმნენსკის სტავროპიგიალის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია სტეფანია (ბანდურა): „გაჯეტები მონასტერში: მობილური ტელეფონით, სოცქსელებით, ინტერნეტით სარგებლობა სავანეში - სარგებელი და საფრთხეები“;
  • აღდგომის უჟგოროდის მონასტრის წინამძღოლი, არქიმანდრიტი მარკი (კუშტანი): „მოწოდება მონაზნობისკენ. როგორ უნდა აღვზარდოთ ახალგაზრდებში ბერმონაზოვნებისკენ სწრაფვა?“;
  • წმინდა სამების ახტირის მონასტრის წინამძღოლი, არქიმანდრიტი სიმეონი (გაგატიკი): „თანამედროვე ბერმონზავნობა: შესაძლებელი და შეუძლებელი“;
  • მიძინების სახელობის სვიატოგორის ლავრის წინამძღოლი, სვიატოგორის მიტროპოლიტი არსენი: „სულიერი ხელმძღვანელობა სავანეში. იღუმენი და მოძღვარი -  თავისებურებები, გამოცდილება, პრობლემები და მათი გადაწყვეტა“;
  • ბორისპოლის ეპარქიის ვიკარიუსი, ზგუროვსკის ეპისკოპოსი ამბროსი: „მონასტრების საგანმანათლებლო საქმიანობა“;
  • სტავროპიგიალის ქალთა მონასტრის წინამძღოლი ჟიტომირში იღუმენია მიხაილა (ფურმანეცი): „სასულიერო პირები და სულიერი ხელმძღვანელობა ქალთა მონასტრებში. მოძღვარი და იღუმენია - თანამშრომლობა თუ დაპირისპირება?“

ადრე მჟკ - მ გამოაქვეყნა პოჩაევში ყრილობაზე უმე-ს ბერმონაზონთა მიმართვები პატრიარქ ბართოლომეოსისა და მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ