პოლიტოლოგმა განმარტა, უმე-ს ლიტანიობის რაოდენობის რომელი შეფასებებია სწორი
დანიელ ბოგატირევმა გააზიარა 2021 წლის დიდი ლიტანიობის მონაწილეთა რეალური რაოდენობის დათვლის მარტივი მეთოდი, რომელიც კიევში 27 ივლისს ჩატარდა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გაჟღერებული მონაცემები კიევში ლიტანიობის მონაწილეთა რაოდენობის შესახებ ყველაზე ახლოს იყო ჭეშმარიტებასთან. ამის შესახებ განაცხადა დანიელ ბოგატირევმა, რომელიც თავად იყო კიევის რუსეთის მართლმადიდებლობის დღისადმი მიძღვნილ 2021 წლის დიდ ლიტანიობაზე, «Першого Козацького» ეთერში.
მან შეგვახსენა, რომ ეკლესიის მონაცემებით, ამ წელს ლიტანიობას დაახლოებით 350 ათასი მორწმუნე დაესწრო. ამასთან, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო და უმე-ს მიმართ არალოიალური რესურსები გაცილებით ნაკლებ რაოდენას ასახელებენ - დაახლოებით 50 ათას ადამიანს, ხოლო მეუ-ს ზოგიერთი წარმომადგენელი სულ რაღაც 20 ათასზე საუბრობს.
„ყოველგვარი მანიპულაციის თავიდან ასაცილებლად, გადავწყვიტე ჩემი დაანგარიშების წარმოება, რომელიც საკმაოდ მარტივია: იმ ფართობის გამოთვლის, რომელზეც ლიტანიობის მონაწილეები იმყოფებოდნენ, ამ ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე ადამიანების დაახლოებითი რაოდენობის გამოანგარიშების გზით და შესაბამისად, სულ რამდენი ადამიანი მიდიოდა კოლონაში.
როცა კოლონის თავი უკვე იყო კიევ-პეჩორის ლავრის კარებთან, მისი კუდი ვლადიმირის მთაზე იყო. მანძილი ამ ორ ობიექტს შორის იმ ქუჩებზე, რომლებზეც ლიტანიობა ხდებოდა, შეადგენს 3 კილომეტრსა და 100 მეტრს. გზის საშუალო განი, დაახლოებით 30 მეტრია. ფართობის გასარკვევად, აუცილებელია გზის სიგრძე გამრავლდეს მის სიგანეზე: მივიღებთ 93 ათას მეტრ კვადრატს. ერთ კვადრატულ მეტრზე საჭიროა ამოვიდეთ 3-4 ადამიანის სიმჭიდროვიდან - თუ შეხედავთ ლიტანიობის ფოტოებს, რომელიც სიმაღლიდანაა გადაღებული, ადვილად დაინახავთ, რომ საშუალოდ ასეთი სიმჭდროვე იყო. შემდეგ საქმე უფრო მარტივადაა: 3-4 ადამიანის რაოდენობას ვამრავლებთ 93 000 კვადრატულ მეტრზე. თუ პირობითად 3,5 ადამიანია რაოდენობა იქნება 325 ათასი ადამიანი, თუ 4 ადამიანია - 375 ათას“, - განმარტა დანიელ ბოგატირევმა.
მან აღნიშნა, რომ უმე-ს შეფასება სწორედ ამ ორ მნიშვნელობას შორისაა, ხოლო ის მონაცემები, რომელიც შსს-მ და მეუ-ს წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს - „ძალიან შორსაა ჭეშმარიტებისგან ანუ ეს არის ლიტანიობის მონაწილეთა რაოდენობის ცხადი შემცირება“.
ადრე მჟკ-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც გვიჩვენებდა უმე-ს ლიტანიობის მთელს მასშტაბს კიევში 27 ივლისს.