ურ-ში განაცხადეს არავაქცინირებულთათვის შეზღუდვების შემოღების თაობაზე

03 August 2021 23:25
8
უმაღლესი რადას ერის ჯანმრთელობის, სამედიცინო დახმარებისა და სამედიცინო დაზღვევის საკითხების კომიტეტის მეთაური მიხეილ რადუცკი. ფოტო : polygraf.net უმაღლესი რადას ერის ჯანმრთელობის, სამედიცინო დახმარებისა და სამედიცინო დაზღვევის საკითხების კომიტეტის მეთაური მიხეილ რადუცკი. ფოტო : polygraf.net

რადუცკიმ გვამცნო, რომ უკრაინელებს, რომლებიც საქმიანობის გამო კონტაქტობენ უამრავ ადამიანთან, მალე მოუწევთ არჩევანის გაკეთება - სრულფასოვანი მუშაობა ან შეზღუდვები.

უკრაინა იძულებული იქნება შემოიღოს შეზღუდვები მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ არიან კორონავირუსზე ვაქცინირებულები. ამის შესახებ დაწერა უმაღლესი რადას ერის ჯანმრთელობის, სამედიცინო დახმარებისა და სამედიცინო დაზღვევის საკითხების კომიტეტის მეთაურმა მიხეილ რადუცკიმ თავის ფეისბუქ-გვერდზე ორშაბათს, 2 აგვისტოს.

პირველ რიგში, საქმე ეხება მათ, ვინც თავისი საქმიანობის მიხედვით კონტაქტობს უამრავ ადამიანთან.

„უკრაინა დროთა განმავლობაში ასევე იძულებული იქნება შეზღუდვები შემოიღოს არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის - დაწერა საპარლამენტო კომიტეტის მეთაურმა. - ჯანმრთელობის სამინისტრომ უკვე დააანონსა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში იმუშავებენ სკოლები, სადაც ვაქცინირებული მასწავლებლების რაოდენობა 80%-ზე ნაკლები არ იქნება (ამჟამად ვაქცინირებულია საერთო რაოდენობის პედაგოგების მხოლოდ ნახევარი). ჩემი აზრით, ანალოგიური შეზღუდვები ლოგიკურია შემოღებულ იქნეს ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულთათვის, საზოგადოებრივი კვების საწარმოებისთვის და კომერციული ან კომუნალური სტრუქტურებისთვის, რომელთა თანამშრომლებიც უშუალოდ კონტაქტობენ მოსახლეობასთან“.

მისი სიტყვებით, იძულებით ვაქცინაციაზე საუბარი არ შეიძლება იყოს, „მაგრამ სრულიად მართებულია მოვითხოვოთ, რომ სამუშაოს, რომელიც ითვალისწინებს კონტაქტს უამრავ ადამიანთან, ასრულებდნენ ვაქცინირებული თანამშრომლები“.

„ამჟამად ყველა თავად წყვეტს - დასვენება და სრულფასოვანი სამუშაო თუ იძულებითი შეზღუდვები კორონავირუსის მორიგი ტალღის დროს“, - დაამატა მიხეილ რადუცკიმ.

ადრე რადუცკი აცხადებდა, რომ კორონავირუსის სავალდებულო ვაქცინაცია „უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, სამწუხაროდ, შეუძლებელია“.

როგორც მჟკ გვატყობინებდა, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში დაუშვეს QR- კოდის სახით ვაქცინაციის შესახებ ციფრული სერტიფიკატის შემოღება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ